გთავაზობთ სხივურ თერაპიას უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სხივური ამაჩქარებლებით

გთავაზობთ სხივურ თერაპიას უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სხივური ამაჩქარებლებით

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი ამერიკულ–ესპანურ-ქართული ერთობლივი პროექტია, რომელიც გთავაზობთ სხივურ თერაპიას უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სხივური ამაჩქარებლებით.

ამერიკულ–ესპანურ-ქართული პროექტი გთავაზობთ:

  • Tumor Board – სპეციალისტთა გუნდი (მათ შორის მოწვეული ექსპერტები აშშ–დან და ესპანეთიდან – ემორის უნივერსიტეტი ატლანტა, აშშ და ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტი) ერთობლივი მსჯელობისა და დისკუსიის საფუძველზე შეარჩევს თქვენთვის ინდივიდუალურ მკურნალობის ტაქტიკას. პაციენტის მკურნალობის პროცესის განხილვასა და დაგეგმვაში მონაწილეობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტი;
  • მკურნალობა საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული კომპანიის Varian-ის თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი, 2018 წლის სხივური ამაჩქარებლებით Truebeam. დაგეგმარება ყოველი პაციენტისთვის სრულდება უმაღლესი ხარისხით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით;
  • ორიენტირებულნი ვართ სრული სამკურნალო–დიაგნოსტიკური სერვისის მიწოდებასა და მაქსიმალურად კომფორტული, სასიამოვნო გარემოს შექმნაზე;
  • სამედიცინო დიაგნოსტირების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის საუკეთესო ხარისხს ერწყმის მომსახურების დაბალი ფასი. მხოლოდ 7550 ლარად ჩატარდება რადიკალური სხივური თერაპია, ხოლო 5600 ლარად პალიატიური სხივური თერაპია!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ჩვენი კლინიკის ქოლ–ცენტრის ნომერია 577 11 91 19 ან 2 02 25 25. 

გისურვებთ ჯანმრთელობას!