რა ფუნქცია აკისრია კალციუმს?

კალციუმი

ცნობილია, რომ კალციუმი ძლიერი ძვლის საწინდარია.

თუმცა კალციუმის ფუნქციებში მხოლოდ ძვალზე ზრუნვა არ შედის. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ კალციუმი წონის კლების პროცესს უწყობს ხელს. საჯარო კვლევითი უნივერსიტეტის Purdue University–ს მეცნიერებმა ექსპერიმენტზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ მას ვინც რძის პროდუქტების წყალობით დღეში 1 300–დან 1 400 მილიგრამამდე კალციუმს იღებდა, 18 თვის შემდეგ გაცილებით ნაკლები ცხიმი ჰქონდა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, კალციუმი შესაძლოა ჩართული იყოს პროცესში, რომელიც გულისხმობს ცხიმის დაშლასა და შენახვას. როცა ცხიმის უჯრედში კალციუმის რაოდენობა მაღალია, გაცილებით მეტი ცხიმი იწვება.

ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ კალციუმით მდიდარი პროდუქტების წყალობით მნიშვნელოვნად ქვეითდება დიაბეტი ტიპი 2–ის განვითარების რისკი. ბოსტონში მოღვაწე მკვლევარები 20 წლიან კვლევაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ კალციუმისა და D ვიტამინის საკმარისი რაოდენობის დახმარებით მონაწილეებში 33%–ით დაბალი იყო დიაბეტი ტიპი 2–ის მაჩვენებელი.
არსებობს მოსაზრება, რომ რძე პრემენსტრუალური სინდრომისთვის დამახასიათებელ საკმაოდ უსიამოვნო სიმპტომებს ჩინებულად ებრძვის. ექსპერტები 3 000–ზე მეტ ქალბატონს აკვირდებოდნენ. უცხიმო ან ცხიმის დაბალი შემცველობის რძის წყალობით 40%–ით ქვეითდებოდა პრემენსტრუალური სინდრომის რისკი. პრემენსტრუალური სინდრომი წარმოადგენს ნეგატიური სიმპტომების რთულ კომპლექსს, რომელიც ქალს მენსტრუაციის წინა დღეებში აწუხებს.
ამასთან, კალციუმით მდიდარი რძე და სხვა პროდუქტი თქვენს ღრძილს იცავს.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

სიმსივნე და ონკომარკერი – რატომ უნდა დაინტერესდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ აქციით?

სიმსივნე და ონკომარკერი – რატომ უნდა დაინტერესდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ აქციით?

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ მრავალპროფილური დაწესებულებაა, სადაც 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სამედიცინო მომსახურებით.