სახსრის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია

სახსრის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ერთი რომელიმე სახსრის მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიას 290 ლარის ნაცვლად 220 ლარად

აქცია მოიცავს:

  • Toshiba-ს ფირმის  უახლესი თაობის მაგნიტურ–რეზონანსულ  ტომოგრაფ  Vantage Elan–ზე,   ერთი რომელიმე  სახსრის   მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიას! მენჯ-ბარძაყის სახსრების შემთხვევაში, რომელიც ორივე მენჯ-ბარძაყს ითვალისწინებს, ამ სახსრის სპეციფიკიდან გამომდინარე, კვლევა ჩატარდება ერთის ფასად!
  • აღნიშნული აპარატი   თავისი შესაძლებლობებით ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიო ბაზარზე, აღჭურვილია მძლავრი ტექნოლოგიური პაკეტებით, კვლევის უახლესი რეჟიმებით. გამოირჩევა კვლევის სისწრაფით და გამოსახულების მაღალი ხარისხით.

აქციის ფარგლებში მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით ისარგებლებთ ყოველ ორშაბათს, შაბათსა და კვირას.  

აღსანიშნავია, რომ სახსროვანი პათოლოგიები გაცილებით მეტ შემთხვევაში ხდება ინვალიდობის მიზეზი, ვიდრე გულ–სისხლძარღვთა დაავადებები და შაქრიანი დიაბეტიც კი.

სწორედ ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სქესს, პროფესიას – თუ გიჭირთ მოძრაობა, გაწუხებთ დროებითი ან მუდმივი ტკივილი სახსარში, შენიშნეთ ერთი ან რამდენიმე სახსრის შეშუპება–შეწითლება, თუ გახანგრძლივდა მოტეხილობის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, ხართ სპორტსმენი და ცხოვრების წესიდან გამომდინარე ძვალ–სახსართა სისტემას დიდი დატვირთვა ადგება, იმყოფებით მენო ან პოსტმენოპაუზურ პერიოდში, მიმართეთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს და ისარგებლეთ ამ აქციით!

თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 2 02 25 25!

დაგვირეკეთ

რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად