ადრეულ სტადიაში პროსტატის კიბო სრულიად განკურნებადია, თუმცა თავიდან უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მამაკაცი ვერ ხვდება, რომ ექიმთან მისვლაა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ ადამიანმა შესაძლოა იცოცხლოს და საკმაოდ ხანდაზმულ ასაკსაც მიაღწიოს ისე, რომ ვერც კი გაიგოს პროსტატაში არსებული პრობლემის შესახებ.
სწორედ ამიტომ ამერიკის პრევენციის სამსახურმა და ამერიკის უროლოგთა ასოციაციამ პროსტატის კიბოს სამკურნალოდ შემდეგი რეკომენდაცია შეიმუშავა: მამაკაცებს, რომლებიც არ ეკუთვნიან რისკ–ჯგუფს, რომელთაც არ აქვთ მემკვიდრეობითი დატვირთვა, პროსტატის სპეციფიურ ანტიგენზე (PSA) გამოკვლევა შეუძლიათ ჩაიტარონ 55 წლიდან, თუმცა მანამდე უნდა მიაკითხონ უროლოგს, რომელიც მათ განუმარტავს, რა მოჰყვება PSA-ს განსაზღვრას, კვლევისა და მკურნალობის რა კასკადი ჩაირთვება.
იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში, სტატისტიკურად, პროსტატის კიბო მკვეთრად გაახალგაზრდავდა და 50 წელს მიღწეულ მამაკაცებსაც ხშირად ემართებათ, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, სკრინინგში მონაწილე პაციენტთა ასაკი შეამციროს, შესაბამისად, სკრინინგ–კვლევებით სარგებლობა შეუძლიათ მამაკაცებს 45 წლის ასაკიდან.
გაითვალისწინეთ, რომ დაავადების აღმოცენებას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს:
- ორგანიზმზე გარემოს გავლენა;
- კვების რეჟიმი;
- გენეტიკური ფაქტორი, რაც ნიშნავს, რომ დასნეულების მაღალი რისკის ქვეშ არიან მამაკაცები, რომელთა პირდაპირი ხაზით ნათესავებს (მამას, ძმას, შვილს) ეს დაავადება დამართნია.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მამაკაცებს სთავაზობს უნიკალურ შანსს!
130 ლარის ნაცვლად 50 ლარად ჩაიტარეთ ონკოუროლოგიური კვლევები წინამდებარე ჯირკვლის პათოლოგიების გამოსავლენად!
აქციის ფარგლებში, აღნიშნულ თანხაში შედის:
- უროლოგის კონსულტაცია;
- PSA-კვლევა;
- საშარდე სისტემის ექოსკოპია.
საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსია+მორფოლოგიურ კვლევას შემოგთავაზებთ 50%–იანი ფასდაკლებით!
სკრინინგ–აქციის პირობებით სარგებლობა შეგიძლიათ ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს!
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ