ქირურგიის ეროვნული ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი 24 საათი თქვენს სამსახურში!




თქვენ ან თქვენს გარშემომყოფთ გადაუდებელი დახმარება გესაჭიროებათ და ფიქრობთ ვის მიმართოთ?

ჩვენი კლინიკა მზადაა 24 საათის განმავლობაში იზრუნოს თქვენზე და გაგიწიოთ გადაუდებელი დახმარება.
ნუ დაკარგავთ დროს!

ისარგებლეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის განახლებული ემერჯენსის (გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის) მომსახურებით.

არ აქვს მნიშვნელობა სასწრაფო დახმარებით მოგვმართავთ, თუ თვითდინებით, ემერჯენსში გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

კლინიკას აქვს ნებისმიერი პათოლოგიის მართვის სრული რესურსი. გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში მომუშავე პერსონალი უზრუნველყოფს ოპერატიულ და მაღალკვალიფიციურ დახმარებას.

დეპარტამენტი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, 24 საათის განმავლობაში თქვენს განკარგულებაშია კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია და ულტრათანამედროვე ექოსკოპიები. ამ აპარატურას ასევე 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ადგილზე მყოფი მორიგე სპეციალისტები.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი დეპარტამენტები: ამბულატორიული, ქირურგიის, ტოქსიკოლოგიისა და შინაგან სნეულებათა, გინეკოლოგიის, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის, სისხლის დაავადებათა, ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის, კრიტიკული მედიცინის, ანესთეზიოლოგიის, საოპერაციო, ნეფროლოგიის, ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის, სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის , კარდიოლოგიისა და ინტერვენციული კარდიოლოგიის, ენდოკრინოლოგიისა და ენდოკრინული ქირურგიის, ენდოვასკულური ანგიოლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტები, აგრეთვე ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრი.

ყველა დეპარტამენტი და კლინიკის სხვა სტრუქტურული ერთეულები მჭიდროდ თანამშრომლობენ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტთან და ერთობლივი მუშაობით ართმევენ თავს ურთულეს ამოცანებს – პაციენტების ტრიაჟს, დროულ დიაგნოსტირებას, სამკურნალო ტაქტიკის განსაზღვრას და რეალიზებას.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუდამ თქვენს სამსახურშია!


მობრძანდით, გამოიყენეთ ჩვენი სამედიცინო რესურსი და ინტელექტუალური პოტენციალი, გისურვებთ ჯანმრთელობას!