Relief advanáe #12supp

Relief advanáe #12supp

რელიფი ადვანსი (RELIEF® ADVANCE)

რექტალური სუპოზიტორია

 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ბენზოკაინი (Benzocaine).

სავაჭრო დასახელება

რელიფი ადვანსი

სამკურნალწამლო ფორმა

რექტალური სუპოზიტორიები

დახასიათება

გაუმჭირვალე, თეთრიდან ღია ყვითელ ფერამდე, ტორპედოს ფორმის სუპოზიტორია

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება (1 სუპოზიტორია შეიცავს): ბენზოკაინი 206მგ.

დამხმარე ნივთიერებები: კაკაოს ცხიმი, სიმინდის სახამებელი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ბუასილის და ანალური ნახეთქების გარეგანი გამოყენების სამკურნალო საშუალებები.

ადგილობრივი ანესთეზიური საშუალებები, კოდი ათქ: C05AD03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბენზოკაინი ავლენს ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.

გამოყენების ჩვენება

სიმპტომური საშუალება ბუასილის და ანალური ნახეთქების კომპლექსურ მკურნალობაში.

გამოყენების მეთოდი და დოზები

პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ.

სწორ ნაწლავში შეიყვანება ერთი სუპოზიტორია დღეში 4 ჯერამდე (დილით, ძილის წინ და ყოველი დეფეკაციის შემდეგ).

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ დაავადების თავისებურებების, პრეპარატის ამტანობის და მიღებული ეფექტების გათვალისწინებით.

გვერდითი მოქმედება

შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი გვერდითი რეაქციები: კონტაქტური დერმატიტი, კანის ალერგიული რეაქციები (ჰიპერემია, გამონაყარი კანზე, ქავილი), ადგილობრივი რეაქციები პრეპარატის გამოყენების არეში. პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მეტჰემოგლობინემია (კანის ციანოზით, ტუჩების და თითის ფალანგების, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, ტაქიკარდია).

იმ შემთხვევაში თუ განვითარდა ისეთი გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღწერილი არ არის აქ, აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები

ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ, ასევე, ამიდური ტიპის სხვა საანესთეზიო საშუალებებისადმი, თრომბოემბოლია (მათ შორის ადრე გადატანილი), გრანულოციტოპენია.

ჭარბი დოზირება

რეკომენდებული ერთჯერადი და სადღეღამისო დოზების მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევებში შეინიშნება ჰიპერკოაგულაციისადმი მიდრეკილება. ბენზოკაინის ჭარბი დოზირებისას სისტემური აბსორბციისას შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი დარღვევები: ძილიანობის, მოუსვენრობის, აგზნება, მძიმე შემთხვევებში - კრუნჩხვები. მკურნალობა სიმპტომური.

ბენზოკაინის შემცველი პრეპარატების მიღებისას დაფიქსირდა შემთხვევები მეტჰემოგლობინემიის (კანის ციანოზით, ტუჩებისა და თითების ფალანგების, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, ტაქიკარდია) განვითარებისა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალური შედეგი და ამიტომ საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ზემოთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას.

უსაფრთხოების ზომები

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ არტერიული ჰიპერტენზია, გულის რითმის დარღვევები, ჰიპერთირეოზი, შარდის გამოყოფის დარღვევები (მაგალითად: წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია) პრეპარატის გამოყენება სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

აუცილებელია პრეპარატის მინიმალური დოზით გამოყენება სასურველი ეფექტის მისაღებად.

პრეპარატის გამოყენებისას უკანა ტანიდან მნიშვნელოვანი სისხლიანი გამონადენის შემთხვევაში, ან თერაპიული ეფექტის არარსებობისას, მიმართეთ ექიმს.

ბენზოკაინის შემცველი პრეპარატების მიღებისას დაფიქსირდა შემთხვევები მეტჰემოგლობინემიის (კანის ციანოზით, ტუჩებისა და თითის ფალანგების, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, ტაქიკარდია) განვითარებისა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალური შედეგი და ამიტომ საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მეტჰემოგლობინემიიის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფებია: უმცროსი ასაკის ბავშვები, მოხუცები, პაციენტები გენეტიკური დარღვევებით (ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდიესთერაზას უკმარისობა, პირუვატ-კინაზა, NADH-მეტჰემოგლობინის რედუქტაზას (დიაფორაზა 1), M-ჰემოგლობინოპათია), გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები, სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პაციენტები (ბრონქიალური ასთმა, ბრონქიტი, ფილტვების ემფიზემა) ან თამბაქოს მომხმარებლები.

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატის შემცველობის გამო შესაძლებელია  განვითარდეს ალერგიული რეაქციები, მათ შორის შენელებული ტიპისაც.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატი არ გამოიყენება მაო-ს ინჰიბიტორების, დეპრესიის საწინააღმდეგო და ჰიპოტენზიური პრეპარატების ერთდროული მიღების დროს.

გამოყენება ბავშვებში

12 წლამდე ბავშვებში სამკურნალო საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ორსულობა და ლაქტაცია

სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვაზე

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გავლენის სატრანსპორტო საშუალებების  და სხვა მოძრავი მექანიზმების მართვაზე.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა

6 სუპოზიტორიანი 2 სტრიპი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები

ურეცეპტოდ.

განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი

ბაიერ კონსუმერ კერ აგ

პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია

ინსტიტუტო დე ანგელი ს.რ.ლ,

50066 რეგგელლო (ფლორენცია), ლოკ. პრულლი 103/ც, იტალია