მარინა ღუდუშაური
ექიმი–ტრანსფუზიოლოგი, მეან–გინეკოლოგი
1980–1986 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.
სახელმწიფო სერტიფიკატი მეანობა–გინეკოლოგიასა და კლინიკურ ტრანსფუზიოლოგიაში.
სამუშაო გამოცდილება
2012 წლიდან დღემდე მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ექიმი–ტრანსფუზიოლოგის, ექიმი–გინეკოლოგის, სისხლის ბანკისა და ტრანსფუზიოლოგიის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე;
20 წელი მუშაობდა N5 სამშობიარო სახლში მეან–გინეკოლოგისა და ტრანსფუზიოლოგის თანამდებობაზე.
არაერთი საერთაშორისო ტრენინგისა და კონფერენციის მონაწილე.
საქართველოს მეან–გინეკოლოგთა ასოციაციის წევრი.
ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.