ექიმი - ნანა თავამაიშვილი

ნანა თავამაიშვილი

კარდიოლოგი, რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

განათლება

1964-1969წწ. - ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

 სამუშაო გამოცდილება

  • 1969–1970 წწ. – ქ. გორის პოლიკლინიკის თერაპევტი;
  • 1970–დღემდე - კ.ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი - კარდიოლოგი, რადიოლოგი;
  • 1973–1984 წწ. - კლინიკო–პათფიზიოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, კარდიოლოგი;
  • 1984-1985 წწ. - მოსკოვის ა. ნ. ბაკულევის სახ. გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრი - ფუნქციონალური დიაგნოსტიკის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, კარდიოლოგი;
  • 1985–2001 წწ. – კ.ერისთავის სახ. ქირურგიის ინსტიტუტის ფუნქციონალური დიაგნოსტიკის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, კარდიოლოგი, რადიოლოგი;
  • 1993–2002 წწ. - ფ.თოდუას სახ. ინტერვენციული მედიცინის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, კარდიოლოგი, რადიოლოგი;
  • 2002–2012 წწ. - კ.ერისთავის სახ. ქირურგიის ინსტიტუტის ფუნქციონალური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის გამგე;
  • 2019-დღემდე - კ.ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის სარეზიდენტო პროგრამის „რადიოლოგია“ მოდულის ხელმძღვანელი.

სერტიფიკატები

  • 1970 წ. – თერაპიის სპეციალიზაციის ციკლი;
  • 1983 წ. – კარდიოლოგიის დახელოვნების ციკლი;
  • 1991 წ. – კარდიოლოგიის უმაღლესი კატეგორიის მოწმობა;
  • 1996 წ. – სახელმწიფო სერტიფიკატი კარდიოლოგიაში;
  • 1996 წ. – სახელმწიფო სერტიფიკატი რადიოლოგიაში.

გამოქვეყნებული ნაშრომები: 32 სამედიცინო ნაშრომი.