ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!
ქირურგიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს მასშტაბით, პაციენტების უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკურ გასინჯვებს აგრძელებს!
23 აპრილს, ქვეშეთის ამბულატორიულ ცენტრში, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას უფასოდ მოემსახურებიან!
აქციის ფარგლებში, მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებენ სხვადასხვა პროფილის ექიმები :
- ზოგადი ქირურგი;
- ანგიოქირურგი;
- უროლოგი;
- გინეკოლოგი;
- ტრავმატოლოგი;
- ოფთალმოლოგი;
- თერაპევტი;
- კარდიოლოგი;
- ნევროპათოლოგი;
- ენდოკრინოლოგი.
ასევე, საჭიროებიდან გამომდინარე, მოსახლეობას უფასოდ ჩაუტარდებათ შემდეგი კვლევები:
- ელექტროკარდიოგრაფია;
- ოფთალმოსკოპია;
- გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.
ამას გარდა, ქირურგიის ეროვნული ცენტრი ქვეშეთის მოსახლეობას, ექიმის რეცეპტის მიხედვით, საჭირო მედიკამენტებითაც უზრუნველყოფს!
შეგახსენებთ, კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მრავალპროფილური კლინიკაა, სადაც დანერგილია ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ქირურგია, ინვაზიური კარდიოლოგია, ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მიდგომები (თრომბოლიზისი და თრომბექტომია). მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა: უროლოგია, ნეფროლოგია, ჰემატოლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ანგიოქირურგია, ონკოლოგია, მამოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, ოფთალმოლოგია, კრიტიკული მედიცინა, სხივური და კლინიკური ონკოლოგია, ბირთვული მედიცინა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი – საუკეთესო ტრადიციები 1946 წლიდან!