ზაფხული კონდენციონერის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია.
სადაც არ უნდა წავიდეთ, მეგობართან სტუმრად, ოფისში თუ სხვაგან ყველგან „გვეგებება“. სიცხისგან შეწუხებულებს კონდენციონერთან ახლოს ყოფნა ძალიან გვსიამოვნებს, თუმცა რამდენად უსაფრთხოა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ზაფხულის სეზონის განუყრელ ატრიბუტად იქცა? ვნებს თუ არა კონდენციონერი ჯანმრთელობას – ეს საკითხი ბევრ ადამიანს და განსაკუთრებით მათ აინტერესებს, ვისაც სახლში პატარა ჰყავს.
ჩვენი რესპონდენტია ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტოქსიკოლოგიისა და შინაგან სნეულებათა დეპარტამენტის ექიმი თერაპევტი, ელენე ჟორჟოლიანი.
როგორც ქალბატონი ელენე ჩვენთან ინტერვიუში განმარტავს, თანამედროვე კონდენციონერები იმდენად მაღალტექნოლოგიურია, რომ საშიშროება მაქსიმალურადაა შემცირებული. დასძენს, რომ გაყინულ და გამომშრალ ოთახში დიდხანს ყოფნა არაა რეკომენდებული და გვირჩევს, კონდენციონერით მხოლოდ დღის იმ მონაკვეთში ვისარგებლოთ, როცა ქუჩაში ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალია. ქალბატონი ელენე განმარტავს, რომ არ არის სასურველი კონდენციონერით სარგებლობა ძილის წინ.
– იწვევს თუ არა რაიმე სახის დაავადებებს კონდენციონერი?
– როცა კონდენციონერის უარყოფით გავლენაზე ვსაუბრობთ პირველი და უმთავრესი ეს არის გაციება, რასაც იწვევს კონდენციონერისგან წამოსული ცივი მასების უშუალო ზემოქმედება. ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ თანამედროვე ე.წ. სპლიტ სისტემებს. არსებობს პნევმონიის განვითარების რისკიც, რომლის გამომწვევი მიზეზიცაა ლეგიონერა. ნუ დასხდებით კონდენციონერისკენ ზურგით, იზრუნეთ, რომ ჰაერი მაღლა იყოს მიმართული და უშუალოდ თქვენსკენ არ მოედინებოდეს. გასათვალისწინებელია ალერგიული ფონიც. გაითვალისწინეთ, რომ კონდენციონერის ფილტრი იკრავს, იზიდავს მტვრის ნაწილაკებს, რომელზეც მიკრულია ოთახის ბაქტერიები და მიკრობები. რაც შეეხება ფრეონს – დღეს იმდენად დაიხვეწა თანამედროვე ტექნოლოგიები და მათ შორის კონდენციონერის სისტემები, იმდენად კარგი ხარისხის ფრეონით იღჭურვება კონდენციონერი, რომ მისი შენობის გარემოში გამოღწევა თითქმის წარმოუდგენელია.
- რა უნდა გავითვალისწინოთ თუ სახლში ბავშვია? რამდენად ეფექტურია ან პირიქით მავნებელია კონდენციონერი პატარების იმუნური სისტემისთვის?
- მნიშვნელობა არ აქვს ზრდასრულია თუ პატარა, ვეცადოთ ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა იყოს. სასურველია, რომ კვირაში ერთხელ გაწმინდოთ ფილტრი, ხშირად გაანიავეთ ოთახი, რადგან კონდენციონერი ჰაერის ვენტილაციას არ აწარმოებს. როცა ყველა პირობა დაცულია, კონდენციონერი ბავშვის იმუნიტეტს ვერაფერს აკლებს.
ქალბატონი ელენე ლიცენზირებული თერაპევტი, ტრანსფუზიოლოგი და ტოქსიკოლოგია.
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტზე.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 3 წელია მოღვაწეობს და უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს.
თქვენთვისპრობლემურ, ნებისმიერსაკითხზე, კონსულტაციისმიზნით, შეგიძლიათდაუკავშირდეთქირურგიისეროვნულიცენტრის თერაპევტს, ელენე ჟორჟოლიანს ნომერზე 597 17 87 17
გისურვებთ ჯანმრთელობას!