ფასდაკლება კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის

ფასდაკლება კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის

აქცია ციფრულ, 128 შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ქირურგიის ეროვნული ცენტრისგან

პაციენტებს, რომლებმაც  გადაიტანეთ კოვიდინფექცია, უსიმპტომოდ, მსუბუქად ან მძიმე მიმდინარეობით და გესაჭიროებათ ფილტვის კომპიუტერული ტომოგრაფია, რათა გაიგოთ, რა კვალი დატოვა ფილტვებში ვირუსულმა ინფექციამ, ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ აქციას უნიკალურ, ციფრულ, 128 შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე - PHILIPS VEREOS DIGITAL PET/CT.

აქციით სარგებლობისთვის აუცილებელი წინაპირობაა:

  • COVID-19-ის დადასტურებიდან გასული უნდა იყოს 14 დღე;
  • უნდა წარმოადგინოთ პჯრ (PCR) ტესტით მიღებული პასუხის დოკუმენტური ან ელექტრონული (ტელეფონით) ვერსია.

ფასდაკლების ფარგლებში, 220 ლარად მიიღებთ შემდეგ მომსახურებას:

  1. ფილტვის კომპიუტერული ტომოგრაფია (გულ-მკერდის ორგანოთა დეტალური კვლევა);
  2. სისხლის საერთო ანალიზი (პულმონოლოგის ინტერპრეტაციით);
  3. პულმონოლოგის კონსულტაცია (გასცემს დანიშნულებას და ჩაერთვება სარეაბილიტაციო პროცესებში).

თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე: 577 119 119 ან 2 02 25 25!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ

რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად