
ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ აქციას, რომლის საშუალებითაც თავს აარიდებთ ფილტვის კიბოს ჩამოყალიბებას.
აქცია–სკრინინგის საშუალებით, კიბოს გამოვლენის შემთხვევაში, დროულად და სწორად წარიმართება დაავადების მკურნალობა.
მხოლოდ 100 ლარად გთავაზობთ ფილტვის კიბოს სკრინინგს, დაბალდოზიანი კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევით.
აქციის ფარგლებში კვლევა ტარდება კლინიკის ულტრათანამედროვე, 32–შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე Toshiba Aquilion RXL.
აქცია ძალაშია ყოველდღე.
ეს უნდა იცოდეთ!
ოფიციალური სტატისტიკით, მსოფლიოში:
- ფილტვის კიბოთი დაავადებულთა 95% მწეველია;
- ფილტვის კიბოთი გარდაცვალების რისკი 20-ჯერ მეტია მწეველებში;
- თამბაქოს მომხმარებლებში მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი 12-ჯერ მეტია;
- მწეველები 10-ჯერ უფრო ხშირად ავადობენ კუჭის წყლულით და 5-ჯერ მეტად თირკმლის კიბოთი!
გაითვალისწინეთ, რომ ფილტვის კიბოს რისკ–ჯგუფს მხოლოდ მწეველები არ წარმოადგენენ და სკრინინგით იმ ადამიანებმაც უნდა ისარგებლონ, რომლებიც თამბაქოს მომხმარებლები არ არიან.
გახსოვდეთ, ფილტვის კიბოს დროული პრევენცია 30-50%–ში დადებით შედეგს იძლევა!
თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთრა აინტერესებთ პაციენტებს
პროქტორაგია
კითხვა: მოგესალმებით კითხვა მაქვს ასეთი,მეორე დღეა სწორ ნაწლავიდან მომდის სისხლი საკმაოთ ბევრი..რომელ ექიმს უნდა მივმართო??მადლობა
ქვემო კიდურების დაბუჟება
კითხვა: ფეხების დაბუჟება მაქვს ყოველთვის და რისი ბრალია შაქრიანი ვარ
ონკო–ტესტი
კითხვა: მოგესალმებით მაინტერესებს თუ შეიძლება თქვენთან ზოგადი ონკო-ტესტის გაკეთება და რამდენად მოიცავს სრულ ინფორმაციას. გმადლობთ.
სკრინინგი
კითხვა: გამარჯობა, წინაზეც მოგწერეთ და მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ესეთი სწრაფი პასუხისთვის და ესეთი ყურადღებისთვის, ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ. თქვენი აზრი მაინტერესებს მკერდი მაქვს ზომაში გადიდებული ცალი და ოდნავ სიმკვრივეს ვგრძნობ, ამ საკითხზე მქონდა წინაზე შეკითხვა, ექიმთან მივალ დაახლოებით 2 კვირაში ტკივილები არ მაქვს უბრალოდ მომენტებში თითქოს ჭვალივით მადგას და სიმძიმეს ვგრძნობ, არ ვარ მეძუძური დედა არც მყავს ჯერ შვილი, ვარ 26 წლის. მაინტერესებს სანამ ექიმთან მივალ მასწავლეს რომ კარგია რივანოლია ხსნარის კომპრესები ( მამოლოგმა ურჩია ჩემს მეგობარს მსგავსს ჩივილებზე და სიმკვრივეც გაუქრა) თუ შეიძლება რომ გავიკეთო ანუ უკუნაჩვენები ხომ არ იქნება ვიცი რომ დისტანციურად მკურნალობა არ ინიშნება უბრალოდ ამ ხსნარის გამოყენებაზე რა აზრისა ხართ მაინტერესებს რომ დავიდო ხოლმე ღამე ან დღის განმავლობაში რამოდენიმე საათით, და ასევე მარილიანი კომპრესებიც ( ანადუღარ წყალში გახსნილი სუფრის მარილი 9 % ხსნარი, ასევე მკერდზე დასადებად) რააინდა ექიმთანაც მოვალ აუცილებლად მაგრამ რადგან წინ მაქვს დაახლოებით 2 კვირა ეს საფენები რო დავიდო თუ შეიძლება... დიდი მადლობა წინასწარ და ბოდიშით დიდი კითხვისთვის
ვიზიტი მამოლოგთან
კითხვა: გამარჯობათ.მაინტერესებს ონკოლოგიური ავადმყოფი თუ შრომისუნარიანი და ენერგიული შეიძლება იყოს.მგონია მკერდის სიმსივნე მაქვს. უსიამოვნო შეგრძნებები მაქვს და ქავილი შიგნით მკერდში.მაგრამ ენერგია მაქვს ვმუშაობ და ვასრულებ მძიმე სამუშაოს.გთხოვთ მითხრათ რა სიმპტომებია..რადგან ექიმთან წასვლა მიჭირს მეშინია.მადლობა
საკეისრო კვეთის შემდგომი ცხელება
კითხვა: გამარჯობა.. საკეისრო კვეთის შემდეგ მესამე დღეს დამეწყო სიცხები 37-38 ფარგლებში.მკერდს აბრალებენ ექიმები..ეხო გადამიღეს სისხლის საერთო ანალიზიც გააკეთეს..სიცხე მაქვს ისევ 37.1-37.5რა შიძლება იყოს??