გასტროენტეროლოგიური აქცია ბათუმის კლინიკაში

გასტროენტეროლოგიური აქცია ბათუმის კლინიკაში

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა

თუ გაწუხებთ დისკომფორტი მუცლის არეში და კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, აუცილებლად ისარგებლეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკის აქციით და, 175 ლარის ნაცვლად 110 ლარად, ჩაიტარეთ:

  • გასტროენტეროლოგის კონსულტაცია;
  • გასტროსკოპიული კვლევა.

აქცია ძალაშია ყოველ ორშაბათს!

გასტროსკოპიული კვლევა ტარდება ულტრათანამედროვე, იაპონური წარმოების, დასავლეთ საქართველოში ერთადერთ აპარატზე (OLYMPUS EVIS X1 CV-1500). იგი გამოირჩევა მაღალი ხარისხის, HD გამოსახულებით, რაც ამცირებს კვლევის დროს და კომფორტულია პაციენტისთვის.

გარდა ამისა, აპარატს გააჩნია მკვეთრად გაუმჯობესებული ინოვაციური რეჟიმები (TXI, NBI, RDI), რაც საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საშუალებას გვაძლევს.

აქციის ფარგლებში კონსულტაციას გაგიწევთ მაღალკვალიფიციური, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გასტროენტეროლოგი, ნანა ლემონჯავა.

ფასდაკლებით სარგებლობისა და წინასწარი ჩაწერისთვის გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე 0422 40 00 00

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ