გთავაზობთ ფილტვის სკრინინგულ კვლევას

გთავაზობთ ფილტვის სკრინინგულ კვლევას

ჩაიტარეთ ფილტვის სკრინინგი ქალაქის მასშტაბით მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ აქციას, რომელიც უმნიშვნელოვანესია ფილტვის კიბოს გამოსავლენად.

აქციის ფარგლებში ჩაიტარებთ ყველა საჭირო კვლევას, რომელიც ფილტვის კიბოს დროულ და სწორ დიაგნოსტირებას, შემდგომში კი მკურნალობას ემსახურება.

მხოლოდ 100 ლარად გთავაზობთ:

  • ფილტვის დაბალდოზიან კომპიუტერულ–ტომოგრაფიულ კვლევას;
  • კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგის მიხედვით თორაკალური ქირურგის უფასო კონსულტაციას.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ მკურნალი ექიმი დამატებით საჭიროდ ჩათვლის ბიოფსიას კომპიუტერული ტომოგრაფიის თანხლებით/ბიოფსიას ექოსკოპიის თანხლებით და სპირომეტრიას, აქციის ფარგლებში აღნიშნული კვლევებისთვის განკუთვნილია მნიშვნელოვანი ფასდაკლება.  

აქციით სარგებლობა შეუძლია:

  • ნებისმიერ მოქალაქეს განურჩევლად სქესისა, რომელიც ამჟამად მოიხმარს ან წარსულში მოიხმარდა თამბაქოს;
  • ვისაც აწუხებს ხშირი ხველა და სასუნთქი სისტემის ხშირი ანთებითი დაავადებები;
  • ვისაც კონტაქტი აქვს მტვრიან გარემოსთან და ქიმიურ ნაერთებთან;
  • ვისაც ონკოლოგიური დაავადებების ოჯახური ანამნეზი აღენიშნება.

აქციის ფარგლებში მოგემსახურებათ ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოლოგიური დეპარტამენტის რადიოლოგი ირაკლი გიგიაძე და თორაკალური ქირურგი, პროფესორი ზაზა ლომიძე.

აქცია ძალაშია ყოველდღე.

გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25!

გისურვებთ ჯანმრთელობას!