გთავაზობთ ნევროლოგის კონსულტაციასა და თავის ტვინის სისხლძარღვების დუპლექს–სკანირებას (დოპლერს) უფასოდ

გთავაზობთ ნევროლოგის კონსულტაციასა და თავის ტვინის სისხლძარღვების დუპლექს–სკანირებას (დოპლერს) უფასოდ

29 ოქტომბერს ინსულტის მსოფლიო დღეა.

ინსულტის მსოფლიო დღეს, საქართველოში ინსულტთან ბრძოლის ლიდერი კლინიკა, ქირურგიის ეროვნული ცენტრი, მნიშვნელოვანი აქციით უერთდება.

მხოლოდ ერთი დღით, 29 ოქტომბერს, სამშაბათს მიმართეთ კლინიკას და აქციის ფარგლებში სრულიად უფასოდ ისარგებლეთ:

  • ნევროლოგის კონსულტაციით;
  • თავის ტვინის სისხლძარღვების დუპლექს–სკანირებით (დოპლერი).

კონსულტაციას გაგიწევენ კლინიკის მაღალკვალიფიციური ნევროლოგები – პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში დაიგეგმება ინსულტის პრევენციული მკურნალობა, ყველაზე თანამედროვე მეთოდებით (მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა კვლევა საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით).

უფასო კონსულტაციაზე საშუალება გეძლევათ თქვენთვის საინტერესო, ნებისმიერ კითხვაზე მიიღოთ ამომწურავი პასუხი, მაგალითად, ინსულტის სიმპტომების, მკურნალობის, რეაბილიტაციის, პრევენციის მეთოდების შესახებ და სხვა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უფასო აქციით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი ჩაწერა!

გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!