
ფასდაკლება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის ფილიალში
გულმკერდის რენტგენოგრაფიული კვლევა ოქროს სტანდარტია ფილტვების ანთებისა და სხვა მრავალი დაავადების აღმოსაჩენად.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა გთავაზობთ ფასდაკლებას, რომლის ფარგლებშიც, 100 ლარის ნაცვლად 45 ლარად, ჩაიტარებთ გულმკერდის ღრუს რენტგენოგრაფიას და თერაპევტის კონსულტაციას!
აქცია მოქმედებს ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს!
ფასდაკლებით სარგებლობისთვის გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 0422 40 00 00
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთრა აინტერესებთ პაციენტებს
მაღალი ტემპერატურა
კითხვა: რა გავაკეთო 39 სიცხის დროს
ჰაერის უკმარისობა
კითხვა: დიდი ხანია მაწუხებს ჰაერის უკმარისობა.ზოგჯერ ცხელ ჰაერზე მემართება მზეზე გასვლაზე პირიც მიშრება და ხველა მეწყება.ზოგჯერ გაზაფხულის და შემოდგომის პერიოდზე მემართება ჰაერი არ მყოპნის დიდი ჩასუნთქვები და ამოსუნთქვები მჭირდება. ღამეც ბევრჯერ გამომღვიძებია საშინელი ყელის სიმშრალით და ხველით. ხომ ვერ მეტყვით რისი ბრალია და რა იწვევს. ან ამ შემთხვევაში ექიმთან რომ ვერ მივდივართ. სახლის პირობებში როგორ მოვიქცეთ
ქრონიკული ხველა
კითხვა: გამარჯობა. მაქვს ასეთი კითხვა, მქონდა ხველება,გულ მკერდზე მოჭერის შეგრძნება, რომელიც დღესაც გრძელდება, თითქოს ვარ შებოჭილი,ვსვამდი პუროქსანს,ნოშპა და კეტოტიფენი საღამოობით(თვითმკურნალობა)ხველება თითქოს ძლიერი აღარ მქონდა მაგრამ ეს შებოჭილობის შეგრძნება ვერ მოვიშორე, ორი დღე მქონდა თვალები დასიებული, გავიკეთე რენდგენი, არ მქონდა ანთება და არც საწყისი რამე ანთების, გუშინ გავიკეთე სისხლის ანალიზი ყველაფერი ნორმაშია შევადარე შედეგი და ნორმა ერთმანეთს, ერთადერთი გემოგლობინია დაბალი ნორმაა 12-15,3 მაქვს 11,1. და მომატებულია ეოზინოფილი ნორმაა 1-5 მდე , შედეგია 8,3. რას უნდა ნიშნავდეს? მადლობა წინასწარ
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
კითხვა: გამარჯობა...გთხოვთ მიპასუხოთ.მყავს მამა,რომელიც სუსტად გრძნობს თავს.აწუხებს ჰაერის უკმარისობა,ხველა და ხანდახან სიცხე 37,2.გაუკეთეთ გულის კარდიოგრამა და ექოსკოპიაც...გულზე პრობლემა არ აღმოაჩნდა.გადავიღეთ გულმკერდის რედგენოგრაფია.აღმოჩნდა,რომ ფილტვები აქვს ჩასშავებული.დიაგნოზი ვერ დასვეს.როგორ მოვიქცეთ, თქვენ რას გვირჩევდით.დანიშსნული აქვს მხოლოდ ერთი წამალი** ფორალესი**.....წინასწარ გიხდით მადლობას........
ლიმფადენიტი
კითხვა: გამარჯობა, ჰილუსების ორივე მხარე გაძლიერებული ტანის მიდამოში ჰილუსებში ისახება მცირე ზომის გაკირული ლიმფური კირკვალი, ეს არის რენდგენის დასკვნა მაინტერესებს რამდენად საშიშია და რას ნიშნავს ეს დასკვნა თუ შეიძლება გამარკვიოთ. მადლობთ
ქრონიკული პნევმონია, ფეხების ტკივილი
კითხვა: დედაჩემს აწუხებს ფეხების ტკვილი რამოდენიმე პრეპარატი ვცადეთ და არცერთი არ მოუხდა. თქვენ რას მირჩევთ, ქრონიკული პნევმონი აქ. მინდა დედა გადავარჩინო და თქვენ რას მირჩევთ. დედა ექიმთანაც არ მომყვება ისეთი ჯიუტია.