
სხვადასხვა პათოლოგიების გამოსარიცხად ან დროულად გამოსავლენად ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ჯანმრთელობის კვლევის ყველაზე მნიშვნელოვან პაკეტს
ქირურგიის ეროვნული ცენტრი აგრძელებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას და გირჩევთ, არ გადადოთ ჯანმრთელობის მდგომარეობის საკონტროლო ღონისძიებები სამომავლოდ. ჩვენთან ვიზიტი უსაფრთხოა, ხოლო პროფილაქტიკური გასინჯვა (მითუმეტეს, თუ გაქვთ საყურადღებო სიმპტომები), ჯანმრთელობის შენარჩუნების გარანტიაა.
ჯანმრთელობის კვლევის სტანდარტულ პაკეტში შედის:
1. ექიმ-თერაპევტის კონსულტაცია;
2. ლაბორატორიული კვლევები, კერძოდ:
- სისხლის საერთო ანალიზი;
- გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
- ლიპიდური სპექტრი;
- კრეატინინი;
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები (AST, ALT, ტუტე ფოსფატაზა)
- შარდმჟავა სისხლში;
- შარდის საერთო ანალიზი;
- განავლის კვლევა ფარულ სისხლდენაზე (გაეცანით რეკომენდაციებს);
- ქალებისთვის - პაპ-ტესტი;
- მამაკაცებისთვის - პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის ანალიზი (გაეცანით რეკომენდაციებს).
3. ელექტროკარდიოგრაფია;
4. გულ-მკერდის რენტგენოგრაფია;
5. მუცლისა და მცირე მენჯის ექოსკოპია;
6. ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია;
7. ოფთალმოლოგის კონსულტაცია (მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა, თვალის ტონომეტრია).
აქციის ფარგლებში ჯანმრთელობის კვლევის სტანდარტული პაკეტით ისარგებლებთ 490 ლარის ნაცვლად, 295 ლარად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომრებზე 577 119 119 ან 2 02 25 25!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
სისხლის საერთო ანალიზი (სსა)
კითხვა: გამარჯობა.მაქვს სისხლის ანალიზში ასეთი ცლილებები:ლეიკოციტები WBC 9.61 ნორმა4.00 9.00 ჰემოგლობინი HGB15.2(12,2-14,7) მონოციტეები mono#0,62(0,08-0,11)ეოზონოფილებიeo%0,8(1,0-5,0)ედს28 რა პრობლემის მაჩვენებელია ეს მონაცემები დანარჩენი მონაცემი ნორმის ფარგლებშია
მედიკამენტის ანოტაცია
კითხვა: გამარჯობათ, ვარ 33წლის მაქვს სავარაუდო დიაგნოზი ძვლების ანთება მრტ კვლევის საფუზველზე,მაქვს გაუსაძლისი ტკივილი.ექიმმა დამინიშნა დიოქსაფლექსი ინექცია,ინსტრუქციის წაკითხვის შემდეგ ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარია.გთხოვთ,უფრო გასაგები ენით ამიხსნათ რა უკუ ჩვენება შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატმა.
პროთეზი
კითხვა: მოგესალმებით. თქვენთან გაიკეთა იპერაცია მანაკაცმა 2017 წელს. თუ შეგიძლიათ დააკვალიანოთ ეს მამაკაცი პროთეზირებასთან დაკავშირებით. სად ამზადებენ? დაფინანსება როგორ მიიღოს და რა დოკუმენტაცია ჭირდება? მეორე ფეხიც პრობლემური აქვს და ნერვიულობს ისაც მოსაჭრელი რომ შეექნას როგორ გადაადგილდება. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დავაკვალიანოთ. ბოდიშს მოგახსენებთ.
გულჩვილობა ბავშვებში
კითხვა: გამარჯობა მყავს ათი წლის ბიჭი როცა თავის მართლება უწევს ან მართალია და უდანაშაულოდ აძაგებ, უმნიშვნელო წყენაზეც ცრემლები მოდის, რა შეიძლება იყოს ასეთი მგრძნობელობის მიზეზი?
ომეგა–3
კითხვა: მყავს 10 წლის შვილი,1000 მგ-იანი ომეგა-3 თუ შეიძლება მისთვის თუ დიდი დოზაა?
თირკმლის დონაცია
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს როგორ ან სად უნდა დავრეგისტრილდე ოფიციალურად თირკმლის დონორად?