ლაზერული აბლაცია - ვარიკოზული ვენების მკურნალობა განაკვეთის გარეშე

ლაზერული აბლაცია - ვარიკოზული ვენების მკურნალობა განაკვეთის გარეშე

სიახლე ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში, რეგიონში პირველად, განხორციელდება ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების მკურნალობა უახლესი, ლაზერული აპარატით, ლაზერული აბლაციის მეთოდით.

ლაზერული აბლაცია არის მკურნალობის უახლესი მეთოდი, რომლის დროსაც დაზიანებული ვენა ამოკვეთის გარეშე, სპეციალური ლაზერით, მხოლოდ ერთი ჩხვლეტით ნადგურდება. ქირურგიული ოპერაციისგან განსხვავებით, ლაზერული აბლაციის უპირატესობები ასეთია:

  • პროცედურიდან რამდენიმე წუთში პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს;
  • არ რჩება ნაწიბურები;
  • ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით.

ლაზერული აბლაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, გადადით ბმულზე.


ჩვენს კლინიკაში ლაზერული აბლაცია ტარდება უახლესი, ინოვაციური აპარატის გამოყენებით - BIOLITEC LEONARDO, რომლის მთავარი ღირებულებებია:

  1. 2D სიმძლავრის ინტუიციური მართვა;
  2. ენერგიისა და ტალღის პარამეტრების ინდივიდუალური მორგება;
  3. ლაზერული დიოდების მულტიდისციპლინური გამოყენების შესაძლებლობა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში ლაზერულ აბლაციას ჩაატარებენ თბილისიდან მოწვეული სისხლძარღვთა ქირურგები: სისხლძარღვთა, ენდოვასკულური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან გოგლიაშვილი და ანგიოქირურგი, გიორგი კუტივაძე!

კონსულტაციაზე წინასწარ ჩასაწერად გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე 0422 40 00 00

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ