
ქირურგიის ეროვნული ცენტრი ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე და გთავაზობთ უპრეცედენტო აქციას!
მუცლის წინა კედლისა და საზარდულის მიდამოში თუ შენიშნეთ მოცულობითი წარმონაქმნი, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება ან მცირდება, ამ არეში უჩივით დისკომფორტს, ან შესაძლოა ნაწლავის პერისტალტიკის ხმიანობაც გესმით – არ დატოვოთ უყურადღებოდ ეს სიმპტომები, რადგან სავსებით შესაძლებელია თიაქარი გქონდეთ.
სწორედ მუცლის თიაქრის გამოვლენისა და მკურნალობის მიზნით, 100 ლარის ნაცვლად მხოლოდ 15 ლარად გთავაზობთ:
- ქირურგის კონსულტაციას;
- ექოსკოპიას ულტრაბგერის აპარატ Toshiba Aplio 500–ზე, რომელიც ახალი სიტყვაა ულტრაბგერის სამყაროში. ექოსკოპიის ეს აპარატი გამოირჩევა ვიზუალიზების თანამედროვე სისტემით, მაღალი სიზუსტისა და მგრძნობელობის პროგრამებით. აპარატის უპირატესობაა ელასტოგრაფიული რეჟიმი.
მუცლის თიაქარი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ქირურგიული პათოლოგიაა და დროულ რეაგირებას მოითხოვს!
გახსოვდეთ, რომ თიაქარს სხვადასხვა გართულება ახასიათებს და მათ შორის: ჩაჭედვა, კოპროსტაზი (განავლოვანი მასების შეყოვნება მსხვილ ნაწლავში), ჩაუბრუნებლობა, ანთება, ფლეგმონა (კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის გავრცელებული ჩირქოვანი ანთება). ყველაზე ხშირად ვლინდება თიაქრის ჩაჭედვა, რომლის გამოც სავსებით შესაძლებელია სისხლძარღვი დაიხშოს და შიგთავსის სისხლმომარაგება დაირღვეს. ამ პროცესს ორგანოს ნეკროზი (კვდომა) მოჰყვება და შესაძლოა განვითარდეს განგრენა და პერიტონიტი (მუცლის ღრუში გავრცელებული ანთებადი პროცესი). პერიტონიტით გართულებული თიაქარი საჭიროებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას და ზოგჯერ ფატალურად სრულდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქცია ამ გართულებების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა!
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მაღალკვალიფიციურ ქირურგებს თიაქრის მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვთ. კლინიკაში თიაქრის ოპერაცია ტარდება როგორც ლაპარასკოპიულად, ისე ღია წესით და გამოიყენება უმაღლესი ხარისხის საპროთეზო მასალა (ბადე).
აქცია ძალაშია ყოველ ოთხშაბათს!
გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25, რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით!
დაგვირეკეთრა აინტერესებთ პაციენტებს
პანკრეასის ანთება
კითხვა: გავიკეთე ნღვლის ბუშტის ოპერაცია, ახლა მტკივა პანკრიასი შეტევით, განსაკუთრებით საკვების მიღების შემდეგ,ჩავიტარე გამოკვლევა და მაქვს პანკრიასის ანთება რომელიც გამოიწვია ნაღვლის დენამ, მაინტერესებს შეიძლება თუ არა განკურნება.ვღებულობ კრეონს, და დუსპატალინს.
პანკრეატიტი
კითხვა: მოგესალმებით. ორსულობის 26 კვირას გადავიტანე მწვავე პანკრიატიტი ქოლეცისტიტით, საშინელი ტკივილების ფონე. ანალიზის მაჩვენებელი ამილაზების სისხლში 3800 ერთეული იყო. მკურნალობის შედეგად და დიეტით ფონს გავედი და ბავშვიც გავაჩინე ჯანრთელი. უკვე 8თვე გავიდა, მაგრამ ტკივილები ისევ მაწუხებს ხან მარჯვენა ფერდქვეშ ხან მრცხენა. კუჭიც სულ მტკივა ყრუ ტკივილებით. დიეტა არ შემიწყვეტია მას მერე. გადა ვიღე ექოსკოპიური კვლევა და არაფერი საგანგაშო და საოპერაციო არააო. მაინც მტკივა. მინდა,რომ მეორე შვილიც გავაჩინო, მაგრამ მეშინია, პანკრიასი სახუმარო ორგანო არაა. ამჟამად სალხინოს ვსვავ და ცოტა ტკივილები შემიმსუბუქდა. რას მირჩევთ რა შეიძლება მოვიმოქმედო და რა მიმართულებით წავიდე,რომ ვიმკურნალო რა კვლევები ჩავიტარო? გასტროენტეროლოგთან მივედი და ნოშპა დამინიშნა,რომელმაც ალერგია მომცა. მომეცით დეტალური რჩევა და გსითვალისწინეთ,რომ პატარად ძუძუსაც ვაწოვებ და მედიკამენტების მიღებისაგან თავს ვიკავებ.
კიდურის პროთეზირება
კითხვა: გამარჯობა. ჩემს უახლოვეს ადამიანს მოკვეთეს მარცხენა ფეხი ერთი კვირაა უკვე. მაინტერესებს ფეხის პროტეზი რამდენ ხანში შეიძლება გაუკეთდეს ან რა პროცედურები უნდა გაიაროს სანამ პროტეზირება მოხდება? მადლობა წინასწარ.
ქალის სასქესო ჰორმონები და ჰემანგიომა
კითხვა: გამარჯობათ. ვარ 46 წლის აბსოლუტურად ყველაფერი მაწუხებს მაქვს ქალური პრობლემები. კყჭ-ნაწლავის პრობლემა .ახლა აღმომაჩნდა ჰემანგიომა. თავბრუს ხვევა. ყველა მმიმართულების ექიმის დანიშნულება მივიღე მაგრამ მაინც არ ვარ ჯანმრთელად .მოკლედ მაინტერესებს კონკრეტულად რა გამოკლევა ჩავიტარო ,რომ ვიცოდე ზუსტი დიაგნოზი და ასე არ მაყრევინონ ფული. მადლობა წინასწარ
მუცლის ტკივილი მარჯვენა მხარეს
კითხვა: მაწუხებს მუცლის მარჯვენა მხარეს ტკივილი და რამდენად საშიშია და რამდენად შეიძლება იყოს ბრმა ნაწლავი,ან რა სიპტომები აქვს
საყლაპავის დივერტიკულა
კითხვა: გამარჯობა. თუ შეიძლება,მირჩიეთ, როგორ შეიძლება საყლაპავის დივრტიკულის "მართვა" და თქვენს კლინიკაში თუ კეთდება საყლაპავის დივერტიკულის ოპერაცია ლაპაროსკოპიული მეთოდით? მადლობა