მაგნიტურ-რეზონანზული ტომოგრაფია (მრტ)
მაგნიტურ-რეზონანზული ტომოგრაფია - კვლევის ოქროს სტანდარტი და ზუსტი დიაგნოზის საწინდარი!
რა არის მრტ - მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია?
მრტ სხეულის ანატომიური და ფიზიოლოგიური კვლევისთვის განკუთვნილი უსაფრთხო და ეფექტური კვლევის მეთოდია.
რადიოლოგი სხეულის გაუჭრელად ეკრანზე ხედავს ორგანიზმში მიმდინარე ნებისმიერ პათოლოგიურ ცვლილებას. სწორედ ამიტომ ეწოდება მას კვლევის ოქროს სტანდარტი და ზუსტი დიაგნოზისთვის საჭირო, შეუცვლელი მეთოდი.
რატომ არის უსაფრთხო?
გამოსახულების მისაღებად გამოიყენება მაგნიტური ველი და რადიოტალღები. კვლევის დროს ადამიანის ქსოვილები და შინაგანი ორგანოები რენტგენულად არ სხივდება და არ გამოიყენება იონიზირებული რადიაცია.
რომელ აპარატზე ტარდება კვლევა?
ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტომოგრაფით Toshiba Vantage Elan 1.5 ტესლა, რომელიც თანამედროვე ფუნქციებით და ტექნოლოგიური პაკეტებით ერთ–ერთ საუკეთესო მოდელს წარმოადგენს სამედიცინო ბაზარზე.
რა ქმნის პაციენტისთვის კომფორტულ გარემოს?
- გენტრის სპეციალური შიდა განათება, რომელიც დახურული სივრცის ეფექტს აქრობს;
- მაგიდა - ადამიანის ანატომიური ფორმის ასლი და კვლევის დროს კომფორტული საწოლი არე;
- უნიკალური ტექნოლოგია - PIANISSIMO, რომლის მეშვეობითაც სკანირებისას ხმაურის დონე 50%-ით მცირდება და ხშირად აღარ საჭიროებს სმენის დამხშობის გამოყენებას;
როდის არის მრტ კვლევა მნიშვნელოვანი?
- იშემიური ინსულტის უმწვავესი სტადიის დიაგნოსტირებისთვის;
- თავის ტვინის ქერქის დისპლაზიისა და ზურგის ტვინის სტრუქტურული ცვლილებების შემთხვევაში;
- ფოკალური ეპილეფსიების დიაგნოსტირებისას;
- ჰიპოფიზის მაკრო და განსაკუთრებით მიკროადენომების სადიაგნოსტიროდ;
- ხერხემლის პათოლოგიების დროს;
- რბილი ქსოვილების დეტალური კვლევისთვის;
- მუცლის და მცირე მენჯის პათოლოგიების აღმოსაჩენად საწყის ეტაპზე;
- სახსრების დეტალური კვლევისთვის.
რამდენად ხშირად შეიძლება მრტ კვლევის ჩატარება?
მრტ კვლევა სრულიად უსაფრთხოა პაციენტებისთვის და პროცედურის განმეორება, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდული არ არის.
რეკომენდებულია ორსულისთვის?
პირველ ტრიმესტრში მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების დროს არის მიზანშეწონილი, ხოლო მეორე ტრიმესტრიდან კვლევა სტანდარტულად ტარდება, დედის და ნაყოფის ჯანმრთელობას არანაირ საფრთხეს უქმნის.
როგორ ვიქცევით, თუ გვაქვს კლაუსტროფობია?
კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებისთვის კვლევის ჩატარება შეიძლება ანესთეზიით წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში შაბათ-კვირის გარდა.
1.5 ტესლა მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფი - Toshiba Vantage Elan - ენდეთ იაპონურ ხარისხს!
მრტ კვლევა ტარდება ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით 24/7.
ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ დროს ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25
მისამართი: ქ. თბილისი, დიღომიჩაჩავას №7
გისურვებთჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ