ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების გამოკვლევას ქირურგის კონსულტაციით და საჭიროებისამებრ ექოსკოპიით–უფასოდ. აქცია რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ!

ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების გამოკვლევას ქირურგის  კონსულტაციით და საჭიროებისამებრ ექოსკოპიით–უფასოდ. აქცია რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების გამოკვლევას!

აქციის ფარგლებში სრულიად უფასოდ ისარგებლებთ:

  • ქირურგის კონსულტაციით;
  • თუ ქირურგი ჩათვლის საჭიროდ, ასეევე უფასოდ ჩაიტარებთ ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ექოსკოპიას ულტრაბგერის აპარატ Toshiba Aplio 500–ზე. იგი ახალი სიტყვაა ულტრაბგერის სამყაროში. კლინიკის ექოსკოპიის აპარატი გამოირჩევა ვიზუალიზების თანამედროვე სისტემით, მაღალი სიზუსტისა და მგრძნობელობის პროგრამებით. აპარატის უპირატესობაა ელასტოგრაფიული რეჟიმი.

წარმოგიდგენთ რამდენიმე სიმპტომს, რომელიც შესაძლოა ქოლეცისტიტზე (ნაღვლის ბუშტის ანთება), სანაღვლე გზებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებზე მიგანიშნებდეთ.

აქციით უნდა ისარგებლოთ თუ ეს ჩივილები თქვენთვის ნაცნობია:

  • ქრონიკული, ყრუ სახის ტკივილი, დისკომფორტი და სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა არეში;
  • გულისრევა;
  • საერთო სისუსტე;
  • უმადობა;
  • შებერილობა.  

ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ მდგომარეობის გართულების შესახებ!

კენჭებით გამოწვეული ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტის დროს შესაძლებელია კენჭი გადავიდეს ნაღვლის საერთო სადინარში და გამოიწვიოს:

  • ნაღვლის შეგუბება;
  • სიყვითლე;
  • შორს წასულ შემთხვევებში შეიძლება მოჰყვეს ისეთი მძიმე გართულება როგორიცაა პანკრეატიტი და ღვიძლის უკმარისობა;
  • კენჭის ჩაჭედვა ნაღვლის ბუშტის ყელში;
  • ნაღვლის ბუშტის განგრენა;
  • ნაღვლის ბუშტის პერფორაცია (გახვრეტა);
  • ნაღვლოვანი პერიტონიტი.    

ყველა ეს გართულება შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს.

ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს, ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

აქცია ძალაშია ყოველ სამშაბათს და შაბათს!

გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25, რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით!