პროსტატის კიბოს უფასო სკრინინგი

პროსტატის კიბოს უფასო სკრინინგი

ქირურგიის ეროვნული ცენტრი რაიონის მოსახლეობისთვის აცხადებს პროსტატის კიბოს უფასო სკრინინგს!

პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) კიბო მამაკაცებში ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი დაავადებაა. სხვა ტიპის კიბოს მსგავსად, მისი ამოცნობა რთულია, რადგან მიმდინარეობს ჩუმად და საწყის სტადიაზე რაიმე სპეციფიკური სიმპტომი არ არის გამოხატული.

პროსტატის კიბოს რისკ-ფაქტორებია:

  • ქრონიკული ინფექციური დაავადებები;
  • გენეტიკური ფაქტორი;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
  • არაჯანსაღი კვების რაციონი;
  • ასაკთან დაკავშირებული ჰორმონული ფონის დარღვევები.

სკრინინგის ფარგლებში, მხოლოდ 1 კვირით, 10 ნოემბრიდან 17 ნოემბრის  ჩათვლით, მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც ვერ სარგებლობს თბილისის მერიის პროგრამის ხელშეწყობით, კლინიკის ინიციატივით, 50-70 წლის მამაკაცებს უფასოდ ვთავაზობთ სისხლში სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრას.

აქცია ძალაშია ყოველდღე!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე: 577 119 119 ან 2 02 25 25!

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად