ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნა

ქირურგიის ეროვნული ცენტრის წარმატებულ ფუნქციონირებაში დიდი წვლილი მიუძღვის საექთნო სამსახურს.

საექთნო საქმე წარმოადგენს დამოუკიდებელ საქმიანობას, რომლის ძირითადი მიზანია ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტთა კვალიფიციური მოვლა და სამკურნალო ღონისძიებათა შესრულება.

ექთნის საერთაშორისო დღეს ჩვენი კლინიკა არაერთი საინტერესო ღონისძიებით შეუერთდა. პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში პრეზენტაციების წარდგენით დაიწყო.

თემებს აფასებდა ჩვენი კლინიკის მმართველი გუნდი:

გენერალური დირექტორი – ბატონი ლაშა ბაზაძე.

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – ქალბატონი თეა გამეზარდაშვილი.

კლინიკური დირექტორი – ბატონი ნიკოლოზ ჩადუნელი.

პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ:

ინგა ფორჩხიძე, ამბულატორიული დეპარტამენტი – „ექთნის (მედ–ლაბორანტის) როლი სამედიცინო რადიოლოგიაში“.

თამარ შავერდაშვილი,
კრიტიკური მედიცინის დეპარტამენტი – „სიპაპი და ბაიპაპი“.

ლინდა თვალიაშვილი,
გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი – „გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გულ–ფილტვის რეანიმაცია“.

ნატალია მიქელაძე, ქირურგიის დეპარტამენტი – „ქირურგიული პაციენტის მოვლა“.

ნინო ჩოხელი, კლინიკური კარდიოლოგიის დეპარტამენტი – „ექთნის  როლი  კარდიოლოგიურ   პაციენტთან“.

ფიქრია მგალობლიშვილი, პოლიპროფილური დეპარტამენტი – „სტაციონარში ექთნის მოვალეობა და მედიკოსის მორალური სახე“.

მანანა თაყაძე, ჰემატოლოგიის დეპარტამენტი – „ტრანსფუზია და მისი გართულებები“.

ციცინო წიკლაური,
საოპერაციო–ანესთეზიის დეპარტამენტი – „სპინალური ანესთეზია“.

სოფიო დათიაშვილი,
ნევროლოგია–ნეიროქირურგიის დეპარტამენტი – „ინსულტის მწვავე პერიოდში პაციენტის მოვლა“.

თეონა ლაგაზაშვილი,
ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ – „ინფექციის პრევენცია სტაციონარში“.

ეკა ლასურაშვილი,
ნეფროლოგიის, თირკმლის ტრანსპლანტაციის და ჰემოდიალიზის დეპარტამენტი – „ექთნის როლი ჰემოდიალიზის მსვლელობის დროს“.

პრეზენტაციის შემდეგ ექთნებმა მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში – აქტივობას აფასებდა ჟიური. შედეგად, 11 დეპარტამენტიდან მეორე ტურში გადავიდნენ შემდეგი დეპარტამენტების წარმომადგენლები:
•    ნეფროლოგიის.
•    პოლიპროფილურის.
•    ქირურგიის.
•    კრიტიკური მედიცინის.
•    საოპერაციოს.
•    კლინიკური კარდიოლოგიის.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მთავარმა ექთანმა, ქეთევან ქოქიაურმა ექთნებს ამ ტურში საინტერესო დავალება მისცა. მაგიდაზე იხილავდით: კათეტერს, სტერილურ ნემსებს, სტერილურ ხელთათმანებს, სათვალეს, შარდის კონტეინერებსა და სხვა. თითოეული გუნდიდან წარმომადგენელს სხვადასხვა დავალების მიხედვით, ყუთში უნდა შეეგროვებინა საჭირო ინვენტარი, აეწყო სისტემა და სხვა. ამასთან, უნდა გამოეთვალათ კალკულაცია. ამ ტურის გამარჯვებულები არიან:
•    კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი.
•    კლინიკური კარდიოლოგიის დეპარტამენტი.
•    გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი.

ფინალურ ეტაპზე კი სამივე დეპარტამენტს შეკითხვებზე უნდა ეპასუხა. ეს ტური 5 შეკითხვისგან შედგებოდა და გაიმარჯვა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტმა.

ღონისძიებები დაგვირგვინდა რესტორან „სენატში“ საზეიმო ვახშმითა და დაჯილდოვებით. გამარჯვებულებს გადასცეს თასი, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.

ნომინაციაში „კლინიკის საუკეთესო საექთნო გუნდი“ გამარჯვებულები არიან:

პირველი ადგილი – გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი. დაჯილდოვდა თასით და სიგელით.

მეორე ადგილი
– კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი. დაჯილდოვდა სიგელით.

მესამე ადგილი
– კლინიკური კარდიოლოგიის დეპარტამენტი. დაჯილდოვდა სიგელით.

ნომინაციაში „საუკეთესო საექთნო თემის წარმდგენი“ გამარჯვებულები არიან:

პირველი ადგილი – ლინდა თვალიაშვილი, გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი. დაჯილდოვდა ფულადი ჯილდოთი და სიგელით.

მეორე ადგილი – ეკა ლასურაშვილი, ნეფროლოგიის დეპარტამენტი. გადასცეს ფულადი ჯილდო და სიგელი.


გამომდინარე იქიდან, რომ თემები იყო ძალზედ საინტერესო, ჟიურის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მესამე ადგილი გაეყოთ 2 სხვადასხვა დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, მესამე ადგილზე გავიდნენ:

მანანა თაყაძე, ჰემატოლოგიის დეპარტამენტი. ფულადი ჯილდო და სიგელი.

თამარ შავერდაშვილი
, კრიტიკური მედიცინის დეპარტამენტი. დაჯილდოვდა ფულადი ჯილდოთი და სიგელით.  

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გილოცავთ ექთნების საერთაშორისო დღეს!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ფოტო ალბომის სანახავად გადადით ლინკზე : ექთნების საერთაშორისო დღე