ქირურგიის ეროვნული ცენტრი 17 მაისს სოფელ წილკანში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 17 მაისს სოფელ წილკანში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 17 მაისს, მცხეთის რაიონში, სოფელ წილკანში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს.

ადგილობრივი გამგეობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, აქცია ჩატარდება ამბულატორიის შენობაში. 

უფასო აქციის ფარგლებში მოგემსახურებათ ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა  „ახალი სიცოცხლის“  სხვადასხვა პროფილის ექიმი:

  • თერაპევტი;
  • კარდიოლოგი;
  • ქირურგი;
  • ანგიოქირურგი;
  • ოფთალმოლოგი;
  • ენდოკრინოლოგი;
  • უროლოგი;
  • ტრავმატოლოგი;
  • ნევროლოგი;
  • გინეკოლოგი;
  • ექოსკოპისტი;
  • მამოლოგი.

პაციენტებს ჩაუტარდებათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი გასინჯულ პაციენტებს უზრუნველყოფს საჭირო მედიკამენტებით, სრულიად უსასყიდლოდ!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი დიდი ტრადიციების მქონე მრავალპროფილური კლინიკაა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპაროსკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი – საუკეთესო ტრადიციები 1946 წლიდან დღემდე!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!