ქირურგიის ეროვნული ცენტრი 25 ოქტომბერს სოფელ ყარაჯალაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 25 ოქტომბერს სოფელ ყარაჯალაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას სთავაზობს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას სთავაზობს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს.

საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესისა და ადგილობრივი გამგეობა–მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, აქცია ჩატარდება ყარაჯალას ამბულატორიის შენობაში.

უფასო აქციის ფარგლებში მოგემსახურებათ ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა  „ახალი სიცოცხლის“  სხვადასხვა პროფილის ექიმი:

  • თერაპევტი;
  • კარდიოლოგი;
  • ქირურგი;
  • ანგიოქირურგი;
  • ოფთალმოლოგი;
  • ენდოკრინოლოგი;
  • უროლოგი;
  • ტრავმატოლოგი;
  • ნევროლოგი;
  • გინეკოლოგი;
  • ექოსკოპისტი;
  • მამოლოგი.

პაციენტებს ჩაუტარდებათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი გასინჯულ პაციენტებს უზრუნველყოფს საჭირო მედიკამენტებით, სრულიად უსასყიდლოდ!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი დიდი ტრადიციების მქონე მრავალპროფილური კლინიკაა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპაროსკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი – საუკეთესო ტრადიციები 1946 წლიდან დღემდე!

გისურვებთ ჯანმრთელობას!