ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ელექტროენცეფალოგრაფიას, ნევროლოგის კონსულტაციასთან ერთად, მხოლოდ 80 ლარად!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ელექტროენცეფალოგრაფიას, ნევროლოგის კონსულტაციასთან ერთად, მხოლოდ 80 ლარად!

აღნიშნული კვლევით შეგიძლიათ განსაზღვროთ თავის ტვინის ბიოპოტენციალების აქტივობა, რაც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს თავის ტვინის სხვადასხვა პათოლოგია და დადგინდეს მისი ლოკალიზაცია

ელექტროენცეფალოგრაფია (EEG) (ბერძნ. Elektron - ქარვა, enkephalos - თავის ტვინი, grapho - ვწერ) - ეს არის კვლევის მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თავის ტვინის ელექტრული აქტივობის (ბიოპოტენციალების) რეგისტრაცია.

ელექტროენცეფალოგრაფიის გარეშე თითქმის შეუძლებელია ეპილეფსიის დიაგნოსტირება და მკურნალობის მართვა.

კვლევის ჩატარება აუცილებელია, იმ შემთხვევაში, თუ:

  • დიაგნოსტირებულია ან ეჭვია ეპილეფსიაზე;
  • გაწუხებთ მეხსიერების დარღვევა;
  • პერიოდულად კარგავთ ცნობიერებას და შენიშნეთ მზერის ფიქსაცია;
  • გაწუხებთ სხეულის ან კიდეურების ამა თუ იმ კუნთის უნებლიე, ხანმოკლე კლონური შეკუმშვა;
  • გქონიათ გულყრის მსგავსი მოვლენა, რომელსაც სახელს ვერ არქმევთ;
  • ანამნეზში არის გონების კარგვის ეპიზოდი, თავის ტვინის ტრავმა, სიმსივნე, სისხლჩაქცევა.

ILAEES-ს მიერ ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა შეყვანილია აუცილებელ კვლევათა ნუსხაში.

აქცია ძალაშია ოთხშაბათსა და ხუთშაბათს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომრებზე 577 119 119 ან 2 02 25 25!

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად