ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ სრულ ენდოსკოპიურ კვლევას

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ სრულ ენდოსკოპიურ კვლევას

საყლაპავის, კუჭის, 12–გოჯა ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის პათოლოგიების დიაგნოსტირებასთან ერთად დაგენიშნებათ შესაბამისი ქირურგიული ან თერაპიული მკურნალობა.

კვლევის ფარგლებში ისარგებლებთ:

  • პროფესორის უფასო კონსულტაციით;
  • უფასო კონსულტაციასთან ერთად მიიღებთ სწორი და მსხვილი ნაწლავის სრულ კვლევას ანესთეზიით ან უანესთეზიოდ;
  • კოლონოსკოპიური კვლევის ღირებულება უანესთეზიოდ შეადგენს 220 ლარის ნაცვლად 150 ლარს, ხოლო ანესთეზიით – 320 ლარის ნაცვლად 250 ლარს;
  • ანესთეზია ინიშნება იმ შემთხვევაში თუ აქციით მოსარგებლე ადამიანს კვლევა გარკვეულ დისკომფორტს უქმნის, შესაბამისად, სურვილისამებრ ირჩევს ამ სერვისს. ეს აპრობირებული მეთოდია და კეთდება ამბულატორიულად. კვლევის შემდეგ პაციენტი ცხოვრების  ჩვეულ რიტმს ერთ საათში უბრუნდება;
  • კვლევისას ვიყენებთ იაპონური ფირმის Olympus-ის ულტრათანამედროვე ენდოსკოპს, რომელიც გამოირჩევა კარგი ვიზუალიზებით.ენდოსკოპის საშუალებით შესაძლებელია ექიმმა ისარგებლოს NBI რეჟიმით, რომელიც გულისხმობს სისხლძარღვების დეტალურად, მიკროსკოპულ დონეზე დათვალიერებას;
  • საჭიროების შემთხვევაში ისარგებლებთ გასტროენტეროლოგის უფასო კონსულტაციით.

აქცია ძალაშია ყოველ ორშაბათს და  ხუთშაბათს!

აქციას  უძღვება  ქირურგიის  ეროვნული  ცენტრის ენდოსკოპისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  გიორგი ელისაბედაშვილი.

აქციით უნდა ისარგებლოთ თუ თქვენთვის ნაცნობია ეს სიმპტომები:

  • ანალური არხიდან სისხლის, ლორწოს ან ჩირქის გამოყოფა;
  • შორისის არეში სიმძიმის შეგრძნება, დისკომფორტი;
  • ტკივილი ანუსის მიდამოში დეფეკაციის დროს ან მის გარეშე;
  • მუცლის შებერილობა და ტკივილი;
  • პერიანალურ მიდამოში ნაწლავის გამოვარდნა ან დამატებითი წარმონაქმნის გაჩენა;
  • უმიზეზოდ წონის კლება, მადის დაქვეითება, საერთო სისუსტე;
  • მეტეორიზმი;
  • გართულებული დეფეკაცია;
  • მონაცვლეობითი ფაღარათი ან შეკრულობა;
  • ანალური ქავილი;
  • სისხლიანი გამონადენი სწორი ნაწლავიდან და სხვა.

გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25, რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით!