რა სიახლეა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში რადიოლოგიური კუთხით და რას ნიშნავს მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსული სკრინინგი?

რა სიახლეა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში რადიოლოგიური კუთხით და რას ნიშნავს მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსული სკრინინგი?

რა განსხვავებაა მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიასა და მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსულ სკრინინგს შორის?

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში რადიოლოგიური კუთხით სიახლეა – კლინიკის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფი ახალი პროგრამით აღიჭურვა, რომლის საშუალებითაც უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსული სკრინინგით.

მაგნიტურ–რეზონანსული სკრინინგის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი–რადიოლოგი ანა სამხარაძე. 

„ქირურგიის ეროვნული ცენტრი აგრძელებს ნოვაციების ძიებასა და მათ დანერგვას, რათა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი და შედეგიანი გახდეს ბევრი მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო კვლევა. ამის ერთ–ერთი მაგალითია კლინიკის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის ახალი პროგრამით უზრუნველყოფა, რომელიც სხვადასხვა სისტემაზე კვლევის ჩატარების საშუალებას იძლევა, მაქსიმალურად მცირე დროში. მათ შორის მთლიანი სხეულის სკრინინგის (ორგანიზმის ზოგადი მიმოხილვა), რომელიც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შეგიძლიათ ჩაიტაროთ 25 წუთში“, – აცხადებს ანა სამხარაძე.

როგორც ქალბატონმა ანამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია და მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსული სკრინინგი განსხვავებული კლინიკური კვლევებია.

მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია (ორგანიზმის დეტალური შეფასება), რაზეც ჩვენ კვირაობით გვაქვს აქცია, მთლიანი სხეულის დეტალური კვლევაა თავის ტვინიდან მცირე მენჯის ჩათვლით და ამ კვლევის ხანგრძლივობა 2 საათია, აქციის ფარგლებში ღირებულება 650 ლარია, ხოლო მთლიანი სხეულის სკრინინგი (ორგანიზმის ზოგადი მიმოხილვა) პაციენტს შეუძლია ჩაიტაროს საპროფილაქტიკოდ, რადგან სამწუხაროდ, არსებობს პათოლოგიები, რომელიც კლინიკური გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს და ჩივილები თავს მაშინ იჩენს, როცა მკურნალობა დაგვიანებულია, შესაბამისად, შედეგიც ნაკლებად დადებითი დგება. სწორედ ასეთ შემთხვევებშია სასურველი სკრინინგის ჩატარება, რომელიც 25 წუთში გამოავლენს თვალსაჩინო პათოლოგიას ადამიანის ორგანიზმში. კვლევის მნიშვნელობიდან გამომდინარე შევეცადეთ, რომ ფასი მაქსიმალურად შეღავათიანი ყოფილიყო – სკრინინგული კვლევის ჩატარება კლინიკაში 320 ლარადაა შესაძლებელი. ამასთან, თუ სკრინინგისას გამოიკვეთა ამა თუ იმ ორგანოს პათოლოგია, ასეთ შემთხვევაში, ამ სისტემის დეტალური მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა ერთი თვის განმავლობაში შეგეძლებათ ჩაიტაროთ მაქსიმალურად შეღავათიან ფასად, სააქციო ფასზე კიდევ უფრო დაბალ ფასად“, – აცხადებს რადიოლოგი.

შეგახსენებთ, ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია კომპანია Toshiba-ს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფით Vantage Elan, რომელიც ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიო ბაზარზე. 

თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ აქციის შესახებ, იხილეთ ბმული.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N7.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად