რას ნიშნავს გასტროსკოპიული კვლევა?

რას ნიშნავს გასტროსკოპიული კვლევა?

გასტროსკოპიული კვლევა ეს არის საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევის მეთოდი.

აღნიშნული მეთოდით შესაძლებელია ანთებითი, წყლულოვანი, ონკოლოგიური დაავადებებისა და ფუნქციური მოშლილობის დიაგნოსტირება.

კვლევისას ვიყენებთ იაპონური ფირმის Olympus-ის ულტრათანამედროვე, პრემიუმ კლასის ენდოსკოპს, რომელიც გამოირჩევა კარგი ვიზუალიზებით. ენდოსკოპის საშუალებით შესაძლებელია ექიმმა ისარგებლოს NBI რეჟიმით, რომელიც გულისხმობს სისხლძარღვების დეტალურად, მიკროსკოპულ დონეზე დათვალიერებას. მისი დახმარებით შესაძლებელია კუჭ–ნაწლავის ტრაქტის და ონკო–დაავადებების ადრეულ სტადიაში გამოვლენა, PH მეტრიის, ანუ მჟავიანობის დადგენა.

ძირითადი სიმპტომები, რომელიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ აქციით სარგებლობაა აუცილებელი.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს უნდა მიმართოთ თუ უჩივით:

  • ტკივილსა და სიმძიმის შეგრძნებას ეპიგასტრიუმის (კუჭის) არეში;
  • გულძმარვას;
  • ბოყინს;
  • სლოკინს.

საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ყლაპვის გაძნელება;
  • ტკივილი ყლაპვის დროს;
  • გულძმარვა;
  • ბოყინი;
  • სლოკინი;
  • კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება და ა.შ.

მსხვილი ნაწლავის დაავადებების დროს ვლინდება:

  • მუცლის შებერილობა;
  • არარეგულარული დეფეკაცია;
  • მონაცვლეობითი ფაღარათი და შეკრულობა;
  • სწორი ნაწლავიდან სისხლიანი გამონადენი და სხვ.

რატომ ვთავაზობთ პაციენტებს აღნიშნული კვლევის ანესთეზიით ჩატარებას?

ეს აპრობირებული მეთოდია და კეთდება ამბულატორიულად. კვლევის შემდეგ პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს ერთ საათში უბრუნდება. თუ აქციით მოსარგებლე ადამიანს კვლევა გარკვეულ დისკომფორტს უქმნის, სურვილისამებრ, ვთავაზობთ ანესთეზიას.   

გასტროსკოპიული  კვლევა: სწრაფი,  ეფექტური  და  ანესთეზიის  შემთხვევაში

სრულიად  უმტკივნეულო  პროცედურაა.