სარძევე ჯირკვლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 3 ტესლა სიმძლავრის აპარატზე

სარძევე ჯირკვლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 3 ტესლა სიმძლავრის აპარატზე

რა ასაკის ქალებმა უნდა ჩაიტარონ ძუძუს მრტ კვლევა?

მედიცინის განვითარებასთან ერთად, სამწუხაროდ, მრავალი დაავადება გაახალგაზრდავდა. მაგალითად, ძუძუს კიბო და სხვა მამოლოგიური პათოლოგიები თუ 30 წლის ასაკიდან გვხვდებოდა, ახლა 16 წლის ასაკიდან ფიქსირდება.

აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ყველა ჯანმრთელმა ქალბატონმა, 6 თვეში ერთხელ მაინც, ჩაიტაროს ძუძუს დიაგნოსტიკური კვლევა, რათა მავნე პროცესები ორგანიზმში მალულად არ განვითარდეს! მით უმეტეს, დამტკიცებულია, რომ ძუძუს კიბო პირველ სტადიაზე თითქმის 100%-ით გართულებების გარეშე განკურნებადია!

რა მნიშვნელობა აქვს ძუძუს მრტ კვლევას?

ძუძუს–მაგნიტურ–რეზონანსული–ტომოგრაფია

  • იგი რეკომენდებულია ქალებისათვის, რომელთაც აქვთ სარძევე ჯირკვლის კიბოს წარმოშობის მომატებული რისკი, ოჯახური ანამნეზის გამო.
  • კვლევები ადასტურებს, რომ სკრინინგული მრტ კვლევით შეიძლება აღმოჩენილ იქნას სარისკო წარმონაქმნები ადრეულ ეტაპზე, რომლებიც ზოგჯერ არ ვლინდება ძუძუს კლინიკური გასინჯვით და მამოგრაფიული კვლევით.
  • ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა მნიშვნელოვანია კიბოსწინარე მდგომარეობების ადრეული იდენტიფიცირებისთვის.
  • იმპლანტის არსებობის შემთხვევაში, სარძევე ჯირკვლის მრტ ყველაზე ინფორმატიული კვლევაა.
  • მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას არ აქვს სხივური დატვირთვა, შესაბამისად, დიაგნოსტირების მიზნით მისი ჩატარება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის უსაფრთხოა.

მოგეხსენებათ, მამოგრაფია ძუძუს კიბოს სკრინინგის სტანდარტულ კვლევად ითვლება. იმ ქალებისათვის კი, ვინც რიგი მიზეზების გამო მამოლოგიური სიმსივნის რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, მრტ კვლევას ბევრად ინფორმაციული მნიშვნელობა აქვს, რადგან ციფრულ მაგნიტურ-რეზონანსულ აპარატს ნებისმიერი სახის წარმონაქმნის დანახვა შეუძლია, სანამ ის სიმსივნედ ჩამოყალიბდება.

ხშირად, ექიმები პაციენტებს, უტყუარი, სრულფასოვანი დიაგნოსტირების მიზნით, მამოგრაფიის შემდეგ მრტ კვლევას უნიშნავენ, რადგან ის ხედავს იმ უმცირეს, 1 სანტიმეტრამდე წარმონაქმნებს, რაც შესაძლებელია მამოგრაფმა ვერ აღმოაჩინოს!

ექსკლუზიური შეთავაზება პაციენტებს!

სარძევე ჯირკვლების მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარება მხოლოდ ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია შესაძლებელი! ექსკლუზიური კვლევის ღირებულება კი, კონტრასტით 665 ლარია.

ასევე, მოქმედებს შაბათ-კვირის სპეციალური შეთავაზება

 

3 ტესლა PHILIPS INGENIA ELITION X გახლავთ უახლესი, ციფრული ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის მქონე, ყველაზე მძლავრი, უნიკალური აპარატი! მაგნიტური ველის განსაკუთრებული ჰომოგენურობისა და არტეფაქტების მინიმუმამდე დაყვანით, იგი უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას იძლევა, იმავდროულად ანახევრებს კვლევის დროს,რაც დიდი კომფორტია როგორც პაციენტის, ასევე ექიმისთვის.

შეგახსენებთ, ჩვენი კლინიკა 24 საათიან რეჟიმში, შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობს და პაციენტებს მრავალ სერვისს ფასდაკლებით სთავაზობს!

 

აქციით სარგებლობისთვის გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე +995 577 119 119 ან +995 32 2 02 25 25 !


გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ

რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად