
თავის ტკივილი (ცეფალგია) ტკივილის ერთ–ერთი ფართოდ გავრცელებული ფორმაა და ეს დისკომფორტი მოსახლეობის 70%–სთვის ნაცნობია.
აღსანიშნავია, რომ თავის ტკივილს სხვადასხვა მიზეზი იწვევს:
- თავის ტვინის ორგანული დაავადებები (ტრავმები, მოცულობითი წარმონაქმნები);
- სისხლძარღვოვანი მიზეზები (შაკიკი, ჰიპერტენზია);
- ფსიქოგენური მიზეზები (დაძაბვა, გადაღლა, სტრესი);
- არატვინოვანი მიზეზები (ოსტეოქონდროზი, ინფექციები, ენდოკრინული მოშლილობები, სხვადასხვა ორგანოთა პათოლოგიები) და სხვა.
როგორც წესი, ბევრი ადამიანი მას ტკივილგამაყუჩებლით ებრძვის. თუმცა ტკივილგამაყუჩებლის ეფექტი დროებითია.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციით მიიღებთ სრულყოფილ დასკვნას, დადგინდება თავის ტკივილის გამომწვევი ზუსტი მიზეზი და დაგენიშნებათ მკურნალობის შესაბამისი კურსი.
სწორედ ამიტომ, თუ ხშირად გაწუხებთ შეტევითი ხასიათის თავის ტკივილი, რომელიც შეიძლება აღმოცენებული იყოს როგორც დამოუკიდებლად, ისე წარსულში მიღებული ტრავმის გამო, მიმართეთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს.
აქციის ფარგლებში, 230 ლარის ნაცვლად 190 ლარად, გთავაზობთ:
- თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას ულტრათანამედროვე, 128 შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე - PHILIPS VEREOS DIGITAL PET/CT;
- ნევროლოგის კონსულტაციას.
კომპიუტერული ტომოგრაფია ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტირებისა და პრევენციისთვის. ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია უნიკალური, 128 შრიანი, ციფრული აპარატით, რომელიც ექიმს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას აძლევს და ნებისმიერ დაავადებას ხედავს.
აქცია ძალაშია ყოველ ოთხშაბათს და ხუთშაბათს.
თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 2 02 25 25 ან 577 119 119 .
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთრა აინტერესებთ პაციენტებს
CT კვლევა
კითხვა: გამარჯობა,თირკმელებზე და მუცლის ღრუზე და საშვილოსნოზე რა ღირს კომპიუტერული ტომოგრაფია? და თუ არის შეღავათი სტუდენტებზე. გმადლობთ წინასწარ.
CT კვლევა
კითხვა: გამარჯობა.მუცლის ღრუს ტომოგრაფია თუ კეთდება თქვენთან.(kate).თუ შედის აქციაში და რა თანხა ჯდება.გმადლობ
ხერხემლის კვლევა
კითხვა: ხერხემლის დიაგნოსტიკა თუ შეიძლება და რა ღირს ექიმთან კონსულტაცია კომპიუტერული ეხოს გარეშე
ხერხემლის კვლევა
კითხვა: გამარჯობა მთლიანი ხერხემლის ტომოგრაფია თუ გაქვთ?
კომპიუტერული ტომოგრაფია
კითხვა: გამარჯიბა,კიდევ მოქმედებს ეს აქცია?150ლარიანი?
MRT და CT კვლევები
კითხვა: გამარჯობა, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით თუ არის შესაძლებელი ნაწლავების კვლევა? თუ არის - რომელი მათგანის მეშვეობით?