
აქცია 128 შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე
თუ წარსულში გადაიტანეთ კორონავირუსი და მას შემდეგ დაგრჩათ უჩვეულო სიმპტომები, მაგალითად:
- სისუსტე;
- დაღლილობა;
- ოფლიანობა და ქოშინი;
- ხანგრძლივი ტემპერატურა;
- კიდურების ტკივილი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ 4 კომპონენტიან ფასდაკლების აქციას ციფრულ, 128 შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე (PHILIPS VEREOS DIGITAL PET/CT).
აქცია ძალაშია ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს! მისი ღირებულება კი, 361 ლარის ნაცვლად 220 ლარია, რომლის ფარგლებშიც ისარგებლებთ შემდეგი მომსახურებით:
- გულმკერდის კტ კვლევა;
- თერაპევტის ან კარდიოლოგის კონსულტაცია;
- სისხლის საერთო ანალიზი;
- დ-დიმერის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში.
წინამორბედი აპარატებისგან განსხვავებით, 128 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი არის დაბალდოზიანი, შესაბამისად, პაციენტი იღებს უმცირეს სხივურ დატვირთვას. ხოლო ამ აპარატში ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის საშუალებით უმაღლესი ხარისხის გამოსახულება მიიღება. ასევე:
- კვლევა ტარდება მინიმალურ დროში;
- აპარატს აქვს განიერი გვირაბი, რომელიც არ იწვევს ჩაკეტილი სივრცის განცდას;
- კვლევის პროცესი კომფორტულია პაციენტისთვის (ორი ან მეტი სისტემის ერთდროულად კვლევისას აპარატი არ საჭიროებს შესვენებას, გაგრილებას);
- კვლევის ჩატარება შესაძლებელია ჭარბწონიანი პაციენტებისთვის.
აქციით სარგებლობისთვის გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე (032) 2 02 25 25 ან (+995) 577 119 119 !
ქირურგიის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთრა აინტერესებთ პაციენტებს
CT კვლევა
კითხვა: გამარჯობა,თირკმელებზე და მუცლის ღრუზე და საშვილოსნოზე რა ღირს კომპიუტერული ტომოგრაფია? და თუ არის შეღავათი სტუდენტებზე. გმადლობთ წინასწარ.
CT კვლევა
კითხვა: გამარჯობა.მუცლის ღრუს ტომოგრაფია თუ კეთდება თქვენთან.(kate).თუ შედის აქციაში და რა თანხა ჯდება.გმადლობ
ხერხემლის კვლევა
კითხვა: ხერხემლის დიაგნოსტიკა თუ შეიძლება და რა ღირს ექიმთან კონსულტაცია კომპიუტერული ეხოს გარეშე
ხერხემლის კვლევა
კითხვა: გამარჯობა მთლიანი ხერხემლის ტომოგრაფია თუ გაქვთ?
კომპიუტერული ტომოგრაფია
კითხვა: გამარჯიბა,კიდევ მოქმედებს ეს აქცია?150ლარიანი?
MRT და CT კვლევები
კითხვა: გამარჯობა, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით თუ არის შესაძლებელი ნაწლავების კვლევა? თუ არის - რომელი მათგანის მეშვეობით?