თუ გაქვთ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები

თუ გაქვთ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები

ნეიროფსიქოლოგიური ტესტი და ნევროლოგის კონსულტაცია

კორონავირუსის პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მოიმატა მეხსიერების პრობლემებმა, რაც საყურადღებოა იმ კუთხითაც, რომ აღნიშნული სიმპტომი საკმაოდ გაახალგაზრდავდა და ყველა ასაკში ვითარდება!

ვირუსული ინფექციის გარდა, ხშირ შემთხვევაში, მეხსიერების დაქვეითების ხელშემწყობი ფაქტორებია:  

  • შაქრიანი დიაბეტი;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • ხანგრძლივი სტრესი;
  • ქალა-ტვინის ტრავმა;
  • ალკოჰოლისა და ტოქსიკური ნივთიერებების მიღება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ მეხსიერების გაუმჯობესებისთვის   ნევროლოგის კონსულტაციასა და ნეიროფსიქოლოგიურ ტესტირებას (FAB-frontal assessment battery,MMSE-mini mental state examination ან Moca-Montreal Cognitive Assessment-ს ტესტები, რის საფუძველზეც განისაზღვრება მეხსიერების დარღვევის ხარისხი), 85 ლარის ნაცვლად, 40 ლარად!

აქციით უნდა ისარგებლოთ, თუ გაქვთ შემდეგი სახის ჩივილები:

-მეხსიერების დარღვევა;

-ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;

-აზროვნების პროცესებისა და დასწავლის უნარის დაქვეითება;

-გაბრუების შეგრძნება.

 

გახსოვდეთ, რომ დროული კონსულტაცია და ადეკვატური მკურნალობა გაგიუმჯობესებთ კოგნიტურ ფუნქციებს.

აქცია ძალაშია ყოველ ხუთშაბათს !

თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე  577  119  119  ან 2 02 25 25 !

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ

რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად