თუ გაწუხებთ მენჯ-ბარძაყის ტკივილი

თუ გაწუხებთ მენჯ-ბარძაყის ტკივილი

ტრავმატოლოგ-ორთოპედის უფასო კონსულტაცია

გაწუხებთ ტკივილი მენჯ-ბარძაყის სახსარში, მოძრაობის შეზღუდვა და კოჭლობა?! ყურადღებით იყავით - ეს სერიოზული დაავადების, კოქსართროზის ნიშნებია!

სხვადასხვა შემთხვევაში კოქსართროზის სიმპტომები განსხვავებული სიძლიერისაა. ზოგიერთი უჩივის ძლიერ ტკივილს, თუმცა მოძრაობა არ უჭირს, ზოგს კი, მოძრაობა  საგრძნობლად აქვს შეზღუდული, ხოლო ტკივილი ნაკლებად აწუხებს.

რადგან ტკივილი შეიძლება გადაეცემოდეს როგორც მუხლისკენ, ასევე წელისკენ, ხშირად, შეცდომით აიგივებენ საჯდომი ნერვის ანთებასთან. კოქსართროზს ახასიათებს სტადიურობა და ყოველ მომდევნო სტადიაში გადასვლისას, მდგომარეობა უარესდება და ჩივილების ინტენსივობა იმატებს. კონსერვატიული მკურნალობა რიგ შემთხვევაში უშედეგოა. საბოლოო ჯამში, პაციენტის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა.

ხშირად, პაციენტს მოძრაობის შეზღუდვასთან ერთად, ცალმხრივი დაზიანებისას აქვს კოჭლობა, ორმხრივის შემთხვევაში კი, იხვისებური სიარული. ტკივილი შეინიშნება საზარდულისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის გარეთა მიდამოებში. შესაძლოა, ტკივილი ერთ პოზაში უძრავად წოლის დროსაც გაძლიერდეს. მტკივნეულია კიბეზე ასვლა-ჩამოსვლაც.

თუ ზემოხსენებული ჩივილებიდან ერთ-ერთი მაინც ამოიცანით, გირჩევთ, გადაუდებლად ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, რათა მიიღოთ სათანადო რჩევები, გაიაროთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაცია და ჩაიტაროთ მკურნალობა.

თქვენი მკურნალი ექიმი იქნება ტრავმატოლოგ-ორთოპედი ბექა ღამბაშიძე, რომელსაც აქვს კოქსართროზის მკურნალობის მრავალწლიანი გამოცდილება, ხოლო დიპლომისშემდგომი სასწავლო კურსები და სტაჟირება გავლილი აქვს  უცხოეთის წამყვან კლინიკებში.

აქცია ძალაშია ყოველ ხუთშაბათს.

აქციით სარგებლობისთვის, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ

რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად