
ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ სრულ ნეფროლოგიურ მომსახურებას
თუ შეგიმჩნევიათ:
- შარდვის სიხშირის ან რაოდენობის შემცირება;
- შარდის მუქი შეფერილობა ან ქაფიანი შარდი;
- შეშუპება სახისა და კიდურების არეში;
- მაღალი არტერიული წნევა;
- შარდში ცილისა და ერითროციტების მაღალი მაჩვენებელი;
- ტკივილი წელის არეში.
არ გადადოთ ნეფროლოგთან ვიზიტი!
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, 1997 წლიდან, ფუნქციონირებს ნეფროლოგიის, ჰემოდიალიზისა და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტი. ნეფროლოგები თირკმლის დაავადებებს მკურნალობენ როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ რეჟიმში.
მკურნალობის მიზნებისთვის, საჭიროების შემთხვევაში კლინიკას გააჩნია ჰემოდიალიზის უახლესი აპარატურა, რომელიც განთავსებულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე უფრო დიდი ტრადიციის მქონე განყოფილებაში.
აქციის ფარგლებში, ნეფროლოგის პირველადი კონსულტაცია პაციენტებისთვის სრულიად უფასოა! საჭიროების შემთხვევაში,კონსულტირებაში შეიძლება უროლოგის ჩართვაც.
ექიმი-ნეფროლოგის გადაწყვეტილებით დანიშნული კვლევების შემთხვევაში, პაციენტი ისარგებლებს კვლევების პაკეტზე ფასდაკლებით და, 81 ლარის ნაცვლად 50 ლარად, ჩაიტარებს:
- საშარდე სისტემის ექოსკოპიას;
- შარდის საერთო ანალიზს;
- კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრას სისხლში.
პაციენტის სტაციონარში მოთავსების შემთხვევაში, მკურნალობა ჩატარდება მაქსიმალურად შეღავათიანი ფინანსური პირობებით, სახელმწიფო პროგრამის გამოყენებით!
აქცია ძალაშია ყოველ ოთხშაბათს!
ჩვენთან, გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ნეფროლოგების მიერ, წარმატებით ტარდება ისეთი დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა, როგორიცაა:
- მწვავე და ქრონიკული ნეფრიტული სინდრომი;
- მწვავე და ქრონიკული ნეფროზული სინდრომი;
- პროტეინურია;
- გლომერულონეფრიტი;
- დიაბეტური ნეფროპათია;
- მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი;
- მწვავე და ქრონიკული ცისტიტი;
- საშარდე გზების ინფექციები;
- ტოქსიკური ნეფროპათია;
- თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;
- თირკმლის მემკვიდრეობითი დაავადებები;
- თირკმლის ტრანსპლანტაცია;
- ექსტრაკორპორული დიალიზი და სხვ.
კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ნეფროლოგიური დაავადების მაღალი სიზუსტით გამოვლენას, რაც მნიშვნელოვანია სწორი და დროული მკურნალობისთვის.
აქციით სარგებლობისთვის გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთრა აინტერესებთ პაციენტებს
ფერდის ტკივილი
კითხვა: მეუღლეს აწუხებს მარცხენა ფერდი,თირკმლის ადგილას. არ უშველა არც ნემსებმა,არც წასასმელმა "გამახურებელმა" კრემებმა. ამბობს,რომ დატკაცუნება უნდა,დღეს უკეთ იყო თითქოს,ბავშვისკენ დაიხარა და ისევ გაუსაძლისად ატკივდა,რა შეიძლება დაახლოებით იყოს მიზეზი,ან რის ექიმთან მივიდეთ?
კონსულტაცია ნეფროლოგთან
კითხვა: მოგესალმებით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია თქვენს კლინიკაში მუშაობს ექიმი-ნეფროლოგი ნინო შონია, თუ ეს ასეა მაინტერესებს რა ღირს მასთან ვიზიტი? და უნდა მოხდეს თუ არა ვიზიტზე წინასწარ ჩაწერა?
ლოყების შეშუპება
კითხვა: გამარჯობა..სახეზე რბილი ქსოვილების შეშუპება რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული და რომელი პროფილის ექიმს შეიძლება მივმართოთ? მხედველობაში მაქვს ლოყების შეშუპება. სისხლის ანალიზებში ცვლილება არ არის ...
ტკივილი ბეჭების არეში
კითხვა: მოგესალმებით! თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს,გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზი,ყველაფერი ნორმის ფრგლებშია.დილით გამთენიისას ძალიან მტკივა უკან ბეჭების ქვემოთ,რომ ყოფილიყო თირკმელები ან რამე რომ იყოს ანალიზში გამოჩნდებოდა თუ არა?მადლობა
დიალიზი
კითხვა: 80 წლის ბებოს ცალი თირკმელი აქვს უფუნქციო,ცალი კი მხოლოდ 20% მუშაობს.კრეატინინი აქვს 320 ასული.მაინტერესებს ესაჭიროება თუ არა დიალეზზე დასმა?
ვიზიტი ნეფროლოგთან
კითხვა: გამარჯობა. თირკმლის პრობლემა მაქ თვეზე მეტია, რაღაცით მოვიწამლე, სულ ოფლდენა და დაღლილობა მაქ, განსაკუთრებით მარილიანი საკვების მიღების შემდეგ და ხომ ვერ მეტყვით სახლის პირობებში რას შეიძლება მივმართო? წყლის სმა რამდენად კარგია? ან რამდენი უნდა დავლიო? მადლობთ!