ყურადღება! კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა – რა ტიპის ოპერაციებს ჩაატარებენ უცხოეთიდან მოწვეული ავსტრალიელი და გერმანელი ქირურგები? პირველი კონსულტაცია სრულიად უფასოდ!

ყურადღება! კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა – რა ტიპის ოპერაციებს ჩაატარებენ უცხოეთიდან მოწვეული ავსტრალიელი და გერმანელი ქირურგები? პირველი კონსულტაცია სრულიად უფასოდ!

კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ აქვს მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

3 სექტემბრიდან, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ ნომერზე 595 00 45 59 და გაიაროს კონსულტაცია ქირურგიული ჩარევისთვის როგორც ავსტრალიელ, ასევე გერმანელ ქირურგებთან.

კლინიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, უცხოეთიდან მოწვეულ ქირურგებთან პირველი კონსულტაცია უფასოა!

რა უნდა იცოდეთ ქირურგების შესახებ?

ოპერაციებს ჩაატარებენ World Elite Surgeons–ის დამფუძნებლები, პროფესორები უილიამ ბრაუნი და კონრად კარჩი, ასევე მათ მიერ მოწვეული, მსოფლიოს საუკეთესო ქირურგები.

კომპანია World Elite Surgeons აერთიანებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების (გერმანია, ავსტრალია, აშშ, საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი) უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებსა და საერთაშორისო დონის ექსპერტებს.

World Elite Surgeons-ის ექიმები ჩამოდიან იმისთვის, რომ ჩვენი და მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებმა საერთაშორისო სტანდარტების – განსაკუთრებული, ელიტური, VIP ქირურგიული სერვისები მიიღონ საქართველოში და ამისთვის მათ არ დასჭირდეთ გერმანიაში, ამერიკაში და დასავლეთის სხვა განვითარებულ ქვეყნებში გამგზავრება.

უდიდესი მნიშვნელობა ექცევა როგორც მკურნალობის ხარისხს, ასევე პაციენტისთვის  კომფორტული გარემოს შექმნას და სიცოცხლის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას.

უილიამ ბრაუნი კომპანიის World Elite Surgeons–ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია და მოღვაწეობს: ბარიატრიულ ქირურგიაში, ზოგად ქირურგიაში, სისხლძარღვთა ქირურგიაში, ესთეტიკურ ქირურგიაში, გაფართოებულ ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში, რობოტულ ქირურგიაში. იგი ავსტრალიის სამეფო ქირურგთა კოლეჯის ბორდის წევრი (FRACS) და ქუინსლენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის აკადემიკოსია.

კონრად კარჩი World Elite Surgeons–ის საპატიო მრჩეველი და ექსპერტი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის, საუნივერსიტეტო კლინიკა გროსადერნის მცირე ინვაზიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. პროფესორის მოღვაწეობის სფეროა: ონკოლოგიური ქირურგია, ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგია, ზოგადი ქირურგია, კოლორექტული ქირურგია, სანაღვლე გზების და პანკრეასის ქირურგია, ონკოლოგია, გაფართოებული ლაპაროსკოპიული ქირურგია, რობოტული ქირურგია.

აღსანიშნავია, რომ მათ კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ რამდენიმე თვის წინ უკვე ჩაატარეს  ლაპარასკოპიული საჩვენებელი ოპერაციები.

რა ტიპის ოპერაციებს ჩაატარებენ უცხოელი ქირურგები?

ენდოკრინული ქირურგია:

  • ტრანსორალური თირეოიდექტომია (ფარისებრი ჯირკვლის/მისი ნაწილის ამოკვეთა პირის ღრუს გავლით);
  • ლაპაროსკოპიული ადრენალექტომია ტრანსპერიტონული მიდგომით.

ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგია:

  • სიმსუქნის დროს კუჭსა და ნაწლავებზე წარმოებული ოპერაციები;
  • კუჭის ლაპაროსკოპიული  შუნტირება რუს წესით;
  • ლაპაროსკოპული „სლივ“ (სახელოსებრი) გასტრექტომია;
  • კუჭის ერთანასტომოზიანი ლაპაროსკოპული შუნტირება  ფიქსირებული რგოლით (“მინი-გასტრიკ ბაიპასი”);
  • კუჭის ლაპაროსკოპიული ბანდაჟირება;
  • კუჭის ბანდაჟის მოცილება ლაპაროსკოპული მიდგომით;
  • ლაპაროსკოპიული ილეალური ინტერპოზიცია კუჭის სლივ-გასტრექტომიასთან ერთად (ოპერაცია შაქრიანი დიაბეტის მე-2 ტიპის შემთხვევაში);
  • ბილიოპანკრეასული შუნტირება თორმეტგოჯას შერთულით.

კუჭის და საყლაპავის ქირურგია:

  • ანტირეფლუქსური (რეფლუქსის საწინააღმდეგო) ლაპაროსკოპიული ქირურგია;
  • დიაფრაგმის თიაქრის ლაპაროსკოპიული თიაქარპლასტიკა;
  • პარაეზოფაგული ლაპაროსკოპიული თიაქარპლასტიკა;
  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ლაპაროსკოპიული ქირურგია.

ლაპაროსკოპული სპლენექტომია.

კოლორექტული ქირურგია (ონკოლოგიური პაციენტებისთვისაც):

  • ლაპაროსკოპიული მარჯვენამხრივი ჰემიკოლექტომია;
  • ლაპაროსკოპიული მარცხენამხრივი ჰემიკოლექტომია;
  • ლაპაროსკოპიული სიგმოიდექტომია;
  • ლაპაროსკოპიული წინა დაბალი რეზექცია.

პანკრეასის ქირურგია:

  • ლაპაროსკოპიული დისტალური პანკრეატექტომია;
  • ლაპაროსკოპიული პანკრეასის რეზექცია.

 თიაქრის ქირურგია:

  • საზარდულის  თიაქარპლასტიკა ლაპაროსკოპიულად ტრანსაბდომინური პრეპერიტონეული მიდგომით;
  • საზარდულის ლაპაროსკოპიული თიაქარპლასტიკა - სრული ექსტრაპერიტონეული მიდგომით;
  • ლაპაროსკოპიული ვენტრალური/ პოსტოპერაციული თიაქარპლასტიკა.

აღსანიშნავია, რომ World Elite Surgeons–ის ქირურგების მოწვევა შესაძლებელია სასწრაფო-გადაუდებელი შემთხვევების დროსაც!

Elite Surgeons International–ის მისიაა – მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან მოწვეული მაღალი დონის ექსპერტების მიერ რეგიონის (საქართველოს და მეზობელი ქვეყნების) საერთაშორისო სტანდარტების იშვიათი და უნიკალური ქირურგიული სერვისებით უზრუნველყოფა.

პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს თქვენს ჯანმრთლობას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ინფორმაციის კონფიდენციალობას. ჩვენთვის პრიორიტეტულია სამედიცინო სერვისის ხარისხი და გარანტირებული საუკეთესო კლინიკური გამოსავალი.

 

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა N21ა;

კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 05 99 00;

გისურვებთ ჯანმრთელობას!