კითხვა: გამარჯობა. ვარ 18 წლის . ცოტა ხნის წინ შევამჩნიე სისხლიანი განავალი მხოლოდ შეკრულობის შემდეგ . თუმცა ისეც მაქვს ტკივილი ყრუდ და მგონი ანალური ნაპრალი მაქვს . არვიცი ადრე მქონია თუ არა ვერ ვიხსენებ თუმცა რამდენიმე კვირაა მაწუხებს.ალბათ 2 ან 3 კვირა. შეიძლება თუ არა ექიმის ჩარევის გარეშე მოვაგვარო ეს პრობლემა და როგორ?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ საქმე გვაქვს ბუასილთან, ამიტომ შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
ბუასილი, ანუ ჰემოროიდი სწორი ნაწლავის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
არსებობს ბუასილის გამომწვევი ბევრი რისკ–ფაქტორი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ზუსტი მიზეზი უცნობია.
შეიძლება წარმოდგენილი იყოს სწორ ნაწლავში (შიდა ბუასილი) ან განვითარდეს ანუსის გარშემო კანქვეშ (გარე ბუასილი).
როგორც წესი ჰემოროიდის სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული თუ სად მდებარეობს.

  • შიდა ბუასილი – როცა ჰემოროიდი სწორ ნაწლავშია. რასაკვირველია, მას ვერ ხედავთ, ან აღიქვამთ მას , როდესაც გარკვეულ დისკომფორტს შეიგრძნობთ , თუმცა კუჭის მოქმედებისას გაღიზიანებისა და დაჭიმვის გამო შეიძლება დაზიანდეს ჰემოროიდის ზედაპირი და გამოვლინდეს სისხლდენა;
  •  გარე ბუასილი – ჰემოროიდი წარმოდგენილია ანუსის გარშემო კანქვეშ. გაღიზიანების დროს თავს იჩენს ქავილის შეგრძნება ან სისხლდენა;
  • თრომბირებული ბუასილი – ზოგჯერ სისხლი გუბდება შიდა ჰემოროიდულ კვანძში და ფორმირდება თრომბად, ამ მდგომარეობისას ვლინდება ძლიერი ტკივილი, შესიება, ანთება და ანუსთან დიდი ზომის კვანძი.

ბუასილის თვითმკურნალობა არ არის გამართლებული. მართალია არსებობს ჰემოროიდული სანთლები, თუმცა პირველ რიგში აუცილებელი ზუსტი დიაგნოზის დასმა ,ვინაიდან შეიძლება გვეგონოს ბუასილი და იყოს მასთან ერთად ან მის გარეშე ,ნაპრალი ,ხოლო ანალურმა სანთლებმა უფრო მეტი გაღიძიანება და წვა გამოიწვიოს .
შესაბამისად , მედიკამენტებს ვერ დაგინიშნავთ და ერთადერთი , რაც შეგვიძლია გირჩიოთ, არის ის რომ, დეფეკაციის შემდგომ, დაიბანეთ ანალური ხვრელი ცივი ( არა გაყინული) წყლით.
აუცილებლად უნდა მოიწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება, ბუასილის სიმპტომების პროვოცირება შეუძლია შეკრულობას, სიმძიმეების აწევას, ალკოჰოლსა და ცხარე საკვების მიღებას.
ბუასილის გამწვავება შესაძლებელია მოჰყვეს ფაღარათსაც.
რასაკვირველია, ისევე როგორც ნებისმიერი დავადების შემთხვევაში, ბუასილის დროსაც სრულფასოვანი მკურნალობის დასანიშნად აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან – პროქტოლოგთან.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, პროქტოლოგთან უფასო კონსულტაციზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა