ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ( დამატებითი პასუხი ) - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გამოწვეული კრუნჩხვის შემდეგ ნევროლოგისგან დანიშნული მაქვს მედიკამენტები; მექსარონი, ბენევრონი, გლიცინი და ატარაქსი ერთ თვიანი კურსი რომელიც ჩავამთავრე. მეუღლის გადმოცემით მთელი ამ დროის განმავლობაში ღამით ძილის დროს მაქვს სხეულის მკვეთრი მოძრაობები ვიბრაციის მსგავსი ხელის ან ფეხის ხტომები საჭირო არის თუ არა ნევროლოგთან კიდევ ხელახლა ვიზიტი ახალი დანიშნულება იმისთვის რომ შეტევა კიდევ არ გამიმეორდეს? ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მჭირდება თქვენი პასუხი სიმშვიდისთვის.
პასუხი:

მოგესალმებით,
ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას რაც შეეხება, მოგახსენებთ, რომ დიახ, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან, რათა დადგინდეს აღნiშნული ჩივილების მიზეზები და პაციენტს დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას „ ძალიან დიდი შიში მაქვს მაინტერესებს სასმლისგან მოწამლულს კრუნჩხვითი შეტევის შემდეგ შესაძლებელია თუ არა განუვითარდეს ჰალუცინაცია , ეგრეთ წოდებული „ბელაგარიაჩკა“ საშიში არის თუ არა ოჯახის წევრებზე. მადლობა ძალიან დიდი გთხოვთ მიპასუხოთ.“
დიახ, შესაძლებელია, შორს წასულ ალკოჰოლიზმში გამოვლინდეს თეთრი ციებ-ცხელება, რაც ალკოჰოლით მოწამვლის ერთ–ერთი გამოვლინებაა, იგი შეუქცევი სახის ფსიქიკური დაავადებაა.
რაც შეეხება ოჯახის წევრებისთვის საშიშროებას, ერთადერთი ის ფაქტია, რომ არაადეკვატური ქცევის დროს, შესაძლოა გამოხატულმა აგრესიამ გავნოთ.
ამიტომ, მნიშვნელოვანია მიჰყვეთ ექიმის რეკომენდაციას და ზედმიწევნით ზუსტად მიიღოს პაციენტმა ის მედიკამენტები, რაც დანიშნული აქვს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა