არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ მაქვს არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი შეიძლება თუ არა სრულიად განიკურნოს სააქართველოში ან საზღვარგარეთ და თუ მირჩევთ როგორ მოვიქცე
პასუხი:

მოგესალმებით, 

არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი ქრონიკული პათოლოგიაა, რომელიც მსხვილ ნაწლავს აზიანებს. ამ დაავადებისას ვითარდება ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება და მის ზედაპირზე მცირე ზომის ჭრილობები – წყლულები წარმოიქმნება. ამ წყლულებიდან დის სისხლი, ჩირქი და ლორწო. ანთება იწვევს კუჭში ხშირად გასვლის მოთხოვნილებას, რაც სისხლიანი ფაღარათითა და მუცელში ტკივილით მთავრდება. დაავადება ერთნაირად არის გავრცელებული ქალებსა და მამაკაცებს შორის.

ჩვეულებრივ შემთხვევებში არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ზოგჯერ ის შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზად იქცეს. ამიტომ, აუცილებელია დროულად მივმართოთ ექიმს.

არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის მიმდინარეობა გაცილებით მსუბუქი იქნება და დაავადება ნაკლებ პრობლემას შეგიქმნით, თუ თავს აარიდებთ სტრესს და რეგულარულად შეასრულებთ მსუბუქ ვარჯიშს.

მსოფლიოში უამრავ ადამიანს აქვს ეს პათოლოგია, მაგრამ მკურნალობისა და ექიმთა რეკომენდაციების შესრულების წყალობით მათი სიცოცხლე სრულფასოვანია.

ეს რჩევები დაგეხმარებათ მდგომარეობის გაუმჯობესებაში: გამორიცხეთ საკვები, რომლის მიღებაც დისკომფორტს გიქმნით. ეს შეიძლება იყოს ლობიო, ციტრუსები, ყავა, კოლა, ალკოჰოლი.

საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით.

მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე. უმჯობესია, ეს იყოს წყალი. მინერალური წყალი მხოლოდ უგაზო შეგიძლიათ დალიოთ.

ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ  სრული გასტროსკოპიული  კვლევა, რომელზეც გვაქვს  აქცია,  ვრცლაც იხილეთ ბმულზე:

https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით  ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა