კარდიის უკმარისობა - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა. პერიოდულად მარცხენა მხარეს გულ-მკერდის არეში და უფრო გვერდზეც მაწუხებს ზეწოლის, მოჭერით მსგავსი ტკივილი. გადავიღე კარდიოგრამა და გულზე არაფერი მჭირს. ფილტვების ბრალი ხომ არ შეიძლება იყოს? (ინტერნეტში წავიკითხე რაღაცეები და ძალიან შემეშინდა) სხვა სიმპტომები არ აღმენიშნება. არ მაქვს სუნთქვასთან დაკავშირებით პრობლემები. მოკლედ სხვა არაფერი მაწუხებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით!
როგორც აღნიშნავთ, გადაღებული გაქვთ კარდიოგრამა და მიოკარდიუმის პათოლოგიები გამოირიცხა.
შესაძლოა აღნიშნულ სიმპტომს იწვევდეს კარდიის უკმარისობა, კარდია არის კუჭის შესავალი ნაწილი, მისი ერთ-ერთი ნიშანია შეტევითი ხასიათის, სხვადასხვა სიძლიერის ტკივილი მკერდის ძვლის უკან და ხერხემლის მიდამოში, რაც ხშირად სტენოკარდიულ შეტევაში ერევათ. მარცხენა ცდომილი ნერვი, რომელიც საყლაპავიდან კუჭისკენ ეშვება, აინერვირებს კუჭის წინა ზედაპირს, რომელიც მზის წნულიდან გამომავალ ნერვებთან ერთად კუჭის წინა ნერვულ წნულს ქმნის. მარჯვენა ცდომილი ნერვი კუჭის უკანა ზედაპირზე ეშვება და ქმნის ტოტებს, რომლებიც, თავის ამხრივ, ახდენენ კარდიის, მცირე სიმრუდის, კუჭის სხეულისა და დანარჩენი ნაწილების ინერვაციას
დისტანციურად დიაგნოზის დასმა არაკორექტულია. ამიტომ გირჩევთ მიმართოთ ექიმს. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას შეკრებს ანამნეზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა