დეჰიდრატაცია - რჩევები

კითხვა: გამარჯობათ ქრისტე აღსდგა დაესწარით მრავალს ერთი შეკითხვა მაქვს რა მოუვა ადამიანს რომელმაც მადა დაკარგა დილით ყავას ან ჩაის დალევს ნაშუადღევს თუ გაახსენდა ისევ ჩაის ან ყავას ნახევარ პურზე ნახევარს ჭამს დღეში აქვს შაქარი გულ სისხლძარღვთა დაავადება ფარისებრი ჯირკვალი იყო ქავთარაძეზე სარებლიტაციო ცენტრში უთხრეს წლის ნაკლობება აქვს ორგანიზმს გამომშრალი არის ორგანიზმიო მაინტერსებს თქვენი აზრი თუ ასე გააგრძელა ჩავარდება კომაში შაქარი დაუვარდება თუ არა რომელსაც მერე ვეფარეს უშველის და რა დაავადებმა შეიძლება იჩინოს თავი მერე
პასუხი:

მოგესალმებით,
ჭეშმარიტად აღდგა!
ასევე, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
დეჰიდრატაცია – გაუწყლოება ეს არის ორგანიზმში სითხის დეფიციტი, რომელიც ვითარდება, როდესაც ადამიანი იმაზე მეტი რაოდენობით სითხეს კარგავს, ვიდრე იღებს.
იმ შემთხვევაში თუ დეფიციტი არ შეივსება, განვითარდება ისეთი სერიოზული გართულებები როგორიცაა:

  • შეშუპება;
  • შფოთვის შეგრძნება;
  • პირის ღრუსა და ლორწოვანი გარსის სიმშრალე;
  • შემცირებული ოფლიანობა;
  • შარდის გამოყოფის შეწყვეტა;
  • დაქვეითებული არტერიული წნევა;
  • ცნობიერების დარღვევა;
  • ტვინის შეშუპება;
  • კრუნჩხვა;
  • კომა;
  • სიკვდილი.

მაღალი საშიშროებისა და რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან:

  • ხანშიშესულები;
  • ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები
  • შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები და ა.შ.

დეჰიდრატაციის დროს უპირატესობა ენიჭება წყალს სხვა სითხეებთან ერთად (ხილის ან ბოსტენულის წვენი). მძიმე დეჰიდრატაციის მკურნალობა უნდა ჩატარდეს სამედიცინო დაწესებულებაში სათანადო პრეპარატების ინტრავენური ინფუზიების მეშვეობით.
ასევე, მნიშვნელოვანია დეჰიდრატაციის გამომწვევი დაავადების მკურნალობა და მიზეზის კორექცია.
აუცილებლად მიჰყევით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციას და ეცადეთ, დღის განმავლობაში იკვებოთ სრულფასოვნად და ჯანსაღად, ასევე, აუცილებლად მიიღეთ სითხეები.
თუ გექნებათ სურვილი, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის ექიმების მოსაზრება, შეგიძლიათ კვლავ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი რეკომენდაციები!


ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა