ზოგადად, თუ თქვენ ვარჯიშობდით მთელი ორსულობის განმავლობაში და ნორმალური ფიზიოლოგიური მშობიარობა გქონდათ, შეგიძლიათ ორსულობის პერიოდის ვარჯიშების ან მსუბუქი დატვირთვის მიღება, ისეთი როგორიცაა ფეხით სიარული, მოდიფიცირებული აზიდვები ან გაწელვები მშობიარობიდან მალევე. მშობიარობიდან პირველივე კვირის შემდეგ შეიძლება ნელ ან ზომიერ ტემპში 30 წუთიანი ფეხით სიარული კვირაში სამჯერ. მოგვიანებით, როცა მოძლიერდებით შეგიძლიათ გაზარდოთ დრო ან მანძილი.
თუ მშობიარობა საკეისრო კვეთით ჩატარდა საჭიროა ექვსიდან რვა კვირამდე დაიცადოთ, სანამ ვარჯიშს დაიწყებდეთ. თუმცა, დაბალ ტემპში სიარული სასარგებლოა ორგანიზმის აღდგენისათვის და ახდენს ისეთი გართულებების პრევენციას, როგორიცაა სისხლის შედედებაა.
თუ ორსულობის განმავლობაში არ იყავით აქტიური, ან თანდათანობით შეამცირეთ დატვირთვები კვირების მატებასთან ერთად, ვარჯიშის დაწყებამდე ჯერ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მეანთან ან ექიმთან.
ნებისმიერ შემთხვევაში, გაითვალისწინეთ, რომ მშობიარობიდან სამიდან ხუთი თვის განმავლობაში თქვენი სახსრები და იოგები ჯერ კიდევ არაა მომაგრებული, ასე რომ აკონტროლეთ მოძრაობა ვარდნისგან თავის ასარიდებლად. თუ სპორტულ დარბაზში სიარულს გადაწყვეტთ, შეეცადეთ მონახოთ მშობიარობის შემდგომი ვარჯიშების სპეციალისტი ან შეარჩიოთ დაბალი აქტიურობის ვარჯიშები (მაგ: იოგა), რომელიც ორიენტირებული იქნება ტონუსის მომატებასა და გაწელვებზე.
ვარჯიში კარგია მშობიარობის შემდეგ ფორმის დასაბრუნებლად, თუმცა პირველი თვეების განმავლობაში მაინც დაიცავით სიფრთხილის ზომები, რათა თქვენს შესაძლებლობებს არ გადააჭარბოთ. თქვენს სხეულს დრო სჭირდება აღდგენისათვის. თქვენი ექიმი ან მეან-გინეკოლოგი სავარაუდოდ გთხოვთ მოიცადოთ მშობიარობის შემდგომ ექვსი კვირა და მხოლოდ გეგმიური შემოწმების შემდეგ დაიწყოთ ვარჯიში. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა, პატარა მყავს სამი თვის და ორი კვირის , ბუნებრივ კვებაზე.ვიმშობიარე ფუზიოლოგიურად. მაინტერესებს შეიძლება თუ არა სპორტულ დარბაზში სიარული.
პასუხი: