კიდურების დაბუჟება - პერიფერიული ნეიროპათია

კითხვა: მოგესალმებით, 60 წლის ქალს აქვს მარჯვენა ხელის დაბუჟება, მხოლოდ მაშინ უბუჟდება როდესაც რაიმეს აკეთებს
პასუხი:

მოგესალმებით! თქვენი ანამნეზიდან გამომდინარე  , შეგვიძლია მოგახსენოთ , რომ ხელების, ფეხების -- ცალ - ცალკე ან ოთხივე კიდურის  ერთდროულად დაბუჟების შეგრძნება ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია.  ის უმეტესად დროებითია და  შეიძლება აღმოცენდეს, მაგ.:  ძილის დროს მკლავი თავქვეშ ისე გვაქვს ამოდებული, რომ თავი ნერვს აწვება, ან  ფეხიფეხგადადებული დიდხანს ვზივართ. პოზის შეცვლისას ჩხვლეტისა და ტკივილის შემაწუხებელი შეგრძნება მალევე გაივლის. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კიდურების დაბუჟება ძალზე შემაწუხებელია და დიდხანს გრძელდება. შესაძლოა, თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, ტკივილი, ქავილი, გრძნობის დაკარგვა, კუნთების სისუსტე. თუ დაბუჟება ძლიერდება მოძრაობის დროს,  შეიძლება  ეს ნერვის დაზიანების შედეგი იყოს.

თავის მხრივ, ნერვის დაზიანება შესაძლოა განაპირობოს ტრავმამ, განმეორებადმა მიკროტრავმამ, ბაქტერიულმა ან ვირუსულმა ინფექციამ, ტოქსიკურმა ფაქტორებმა, შაქრიანმა დიაბეტმა. ნერვის ასეთ დაზიანებას პერიფერიულ ნეიროპათიას უწოდებენ. სახელწოდება აღნიშნავს, რომ ნერვი ზიანდება არა თავის ან ზურგის ტვინის დონეზე ,არამედ - უშუალოდ კიდურში.

გამომწვევი   მიზეზი თქვენს შემთხვევაში  შესაძლოა იყოს : 1.ნერვზე ზეწოლის სინდრომი  . 2. დაზიანება-- ტრავმამ შესაძლოა ნერვზე ზეწოლა, მისი მიჭყლეტა თუ დაზიანება გამოიწვიოს. ამის მაგალითია ყველასათვის კარგად ნაცნობი ნერვის კომპრესია მალათაშუა დისკის თიაქარი  ან მოტეხილობისას ძვლების ცდომის გამო.

თუ  ხშირად გაქვთ დაბუჟების შეგრძნება, , სასურველი იქნება  შემდეგი კვლევების ჩატარება : პროთრომბინის კონტროლი. სისხლის საერთო ანალიზი, ელექტროლიტების განსაზღვრა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული კვლევა, დიაბეტის გამორიცხვა ,  ვიტამინების დეფიციტის დადგენა , თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის შესწავლა , სისტემური დაავადების თაობაზე ეჭვის შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს იმუნური კვლევები . თქვენს შემთხვევაში  უფრო ინფორმაციული იქნება , თუ  ჩაიტარებთ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიულ კვლევას  ხერხემალზე , რათა დადგინდეს ხომ არაა ნერვის კომპრესია დისკში . (დისკის თიაქარი) . ასევე საჭიროა ანგიოლოგის კონსულტაციაც  .

თანდაყოლილი დაავადებებით გამოწვეული პერიფერიული ნეიროპათიის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, შეძენილი მიზეზების შემთხვევაში კი მდგომარეობის გასუმჯობესებლად  მკურნალობენ გამომწვევი მიზეზების შესაბამისად. შეგიძლიათ , მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ ნევროლოგთან და ანგიოლოგთან უფასო კონსულტაცია , რომელიც დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს და შეგირჩევთ მკურნალობის სწორ მიმართულებას. ნევროლოგთან უფასო კონსულტაციის დღე არის პარასკევი, ხოლო ანგიოლოგთან-ორშაბათი .

დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დარეკეთ : 577 119 119  ან  202 25 25 .

გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა