მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ლაქტოზის აუტანლობა (პირველადი) თანდაყოლილია, ხოლო ფერმენტის აქტიურობის დაქვეითება მეორეული ლაქტოზური უკმარისობაა და ნაწლავთა ინფექციის შემდეგ ვითარდება.
ასეთ დროს ბავშვს ყველაფერი რძის შემცველი ეკრძალება, რძიანი შოკოლადიც კი.
მისი რაციონიდან უნდა ამოვიღოთ რძე და ყველაფერი რძის შემცველი.
გალაქტოზემიისა და ლაქტოზის აუტანლობის დროს ინიშნება ულაქტოზო ნარევები, მეორეული უკმარისობისას - დაბალლაქტოზური პროდუქტები ჰიდროლიზებული (დაშლილი) ცილებით.
ასეთი აკრძალვა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ არავითარი რძე და მისი პროდუქტები (მაწონი, იოგურტი, ხაჭო, არაჟანი, ყველი, რძეზე დამზადებული ცომეული), კერძები მხოლოდ მცენარეულ ზეთზე და არა კარაქზე.
ფრუქტოზა და გლუკოზა შედის საქაროზის მოლეკულის შემადგენლობაში. ფრუქტოზა ბავშვისთვის „თეთრ საწამლავად“ იქცევა, თუ ღვიძლში არ გამომუშავდება მნიშვნელოვანი ფერმენტი - ფრუქტოზა-1-ფოსფატ-ალდოზა, რომელიც ფრუქტოზას ორგანიზმისთვის უვნებელს ხდის. ფერმენტის ნაკლებობისას თირკმელებსა და ნაწლავების ლორწოვან გარსებში გროვდება ტოქსიკური ფრუქტოზა.
აუცილებელი არ არის პროდუქტების სამუდამო აკრძალვა. რაციონიდან მხოლოდ ალერგიული რეაქციის გამომწვევი საკვები უნდა გამოირიცხოს. აწარმოეთ კვებითი დღიური, აღნიშნეთ, რა შეჭამა ბავშვმა, რა ოდენობით, რომელ პროდუქტებთან ერთად და რა შედეგი გამოიწვია.
დიეტა მთელი ცხოვრება არ არის აუცილებელი. 5-6 წლისთვის უფრო მეტად აქტიურდება დეფექტური გენები.
რაც შეეხება ზუსტ დიაგნოსტირებას და მკურნალობას, უნდა მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში გასტროენტეროლოგს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bavshvta-asakis-daavadebebi/25
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!