ნევრასთენია - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა.ვარ 27 წლის 10 თვის წინ გადავიტანე მაღალი წნევა 200 ისე დაბალწნევიანი ვარ,სავარაუდოდ სასმლის გამო 2 თვე ვსვავდი თოთქმის.ყოველ დღე, მის მერე ვერ ვარ კარგად როგორც ფიზიკურად ისე გონებრივად ,მიჭირს გადაწყვეტილებების მიღება უბრალო მარტივი ფიქრიც ცუდად მოქმედებს.მუდმივად მოწყვეტილი ვარ შრომის უუნარო მგონია რომ სულ გავითიშები ვნერვიულობ და კანკალი მეწყება მთელ დღეებს ესე ვატარებ .არადა თავიდანვე ყველა გამოკვლევა ჩავიტარე და ყველაფერი წესრიგში მქონდა.მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობის მიხედვით ვფიქრობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს ნევრასთენიას, რომელზეც მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ნევრასთენია ნევროზის ერთ-ერთი გავრცელებული კლინიკური გამოვლინებაა. იგი წარმოადგენს ფუნქციურ დაავადებას, რომელსაც ახასიათებს გამოფიტვის, ნერვული სისტემის სისუსტის ნიშნები, ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების სიმპტომების გარეშე.
მისი ნიშნებია საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, შრომის უნარის დაქვეითება, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის მოშლა, ყველაფრისადმი განურჩევლობა და ა.შ.
მდგომარეობას ამძიმებს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ნიკოტინის ჭარბი მოხმარება და ფსიქოსოციალური ფაქტორების გავლენა, მეტადრე - ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის კომბინაცია.
რაც შეეხება ალკოჰოლის უარყოფით გავლენას, ამ შეკითხვაზე უკვე გიპასუხეთ 25.06.2018 - 13:07 საათზე.
ამ შემთხვევაში, უმჯობესია ვიზიტი განახორციელოთ ნარკოლოგთან.
ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ მიმართეთ სპეციალიზირებულ დაწესებულებას.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა