მოგესალმებით,
სიმპტომებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ საქმე ეხება პანიკურ აშლილობას, იგი მწვავე შეტევებით მიმდინარე პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც თან ახლავს ვეგეტატიური სიმპტომებიც, ესენია შემცივნება, ტრემორი, შინაგანი კანკალი და ა.შ.
პანიკურ აშლილობას ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს. დაავადება პროგრესირებს, მდგომარეობა მძიმდება და რთულდება, ყველაზე ხშირად – დეპრესიით.
მიმოწერის რეჟიმში ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია.
აუცილებელია ვიზიტი განახორციელოთ შესაბამის სპეციალისტთან.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შეიკრიბება ანამნეზი, გამოირიცხება ყველა ის მდგომარეობა, რომელიც პანიკური შეტევის მსგავს სიმპტომებს იწვევს, დაისმება დიაგნოზი და შეგერჩევათ მკურნალობის კურსი.
თუ პრეპარატი „ესრამი“ ექიმის რეკომენდაციაა, მიჰყევით მის დანიშნულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში უმჯობესია თავი აარიდოთ თვითმკურნალობას.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ცოტა ნერვიულობა თუ შემხვდა ან სიცივე მეწყება ორგანიზმის შიგნით კანკალი,რამდენიმე წუთი, ვღებულობ ესრამს,რა დაავადებიდან არის ეს გამოწვეული
პასუხი: