მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის პრეეკლამფსია;
- დაავადების კლასიფიცირება;
- პრეეკლმაფსიის მართვა;
- პრეეკლამფსიის მკურნალობა;
- რა ვადამდეა შესაძლებელი ორსულობის გახანგრძლივება.
სავარაუდოდ, უკვე მოიძიებდით ინფორმაციას, თუმცა, ზოგადად მოგახსენებთ, რომ პრეეკლამფსია ორსულობის მოგვიანებით პერიოდში განვითარებული ჰიპერტენზიაა და საკმაოდ მძიმე გართულებაა, რომელიც სათანადო მართვის გარეშე მძიმე შედეგებს იწვევს.
დაავადება კლასიფიცირდება როგორც მსუბუქი და მძიმე პრეეკლამფსია, დაავადების სიმძიმის დიფერენცირებისათვის კი, აუცილებელია მკაცრი დიაგნოსტიკური კრიტერიუმების გამოყენება.
პათოლოგიის მართვისთვის აუცილებელია:
- არტერიული წნევის კონტროლი;
- ეკლამფსიური გულყრის პრევენცია;
- მშობიარობა.
ასევე, მკურნალობისთვის და პრევენციისთვის ინიშნება ანტიჰიპერტენზიული თერაპია.
პრეეკლამფსია არ წარმოადგენს გადაუდებელი საკეისრო კვეთის წარმოების აბსოლუტურ ჩვენებას, შესაძლებელია ორსულობის გახანგრძლივება 34 კვირამდე, თუმცა, მშობიარობის ვადა და მეთოდი უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად.
თქვენს შემთხვევაში, როგორ გაგრძელდება პაციენტის მონიტორინგი და საჭიროებს თუ არა იგი სტაციონარში მეთვალყურეობას, ამას წყვეტს მეან-გინეკოლოგი. ამიტომ გირჩევთ, მიმართოთ მას და სთხოვოთ, გაგაცნოთ როგორია სამოქმედო გეგმა და პროგნოზი.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/orsuloba/32
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!