მოგესალმებით,
თამბაქოზე უარის თქმა, ადამიანისათვის ერთ–ერთ ყველაზე რთულ დავალებას წარმოადგენს. თუმცა, უნდა გააცნობიეროთ, რომ მოწევა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ იგი გავლენას ახდენს ფსიქიკაზეც.
ტოქსიკურმა ქიმიკალებმა შესაძლოა ტვინი დააზიანოს. გარდა ამისა , ხანგრძლივი მოწევა გავლენას ახდენს მეხსიერებაზე. მომავალში კი არის რისკი, ადამიანს ყოველდღიური საქმიანობის დროს გარკვეული პრობლემები შეექმნას . მაგალითად, ვერ გაიხსენოს როდის დალიოს წამალი, ყურადღება გაეფანტოს ოფისში, დაიბნეს და ა.შ.
არამწეველებთან შედარებით, ვინც კვირაში შვიდჯერ ეწევა , ადრეულ ასაკში გარდაცვალების რისკი 64%–ით მაღალია. ხოლო იმ კატეგორიაში, ვინც ხშირად ეწევა 87%–ით მაღალია შანსი, რომ სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადება განუვითარდეთ.
სიგარეტის მიტოვების სურვილის შემთხვევაში მნიშვნელოვანია მტკიცედ გადაწყვიტოთ ეს . არ თქვათ, რომ ამასაც დაცლით და ხვალიდან აღარ იზამთ. დაუსახეთ საკუთარ თავს ამოცანა და ამ გზით შეძლებთ საკუთარი ნებისყოფის სიმტკიცის შემოწმებას. არ დაითვალოთ, მერამდენე დღე გავიდა, რაც არ ეწევით.
სიგარეტის "გადაგდებიდან" ერთ დღეში – ორგანოები გაიწმინდება გაზისგან და დაიწყებს ნიკოტინის კვალის წაშლას.
მეცხრე დღეს კუჭის ლორწოვანი გარსი პროგრესირებას დაიწყებს და ფერმენტების გამომუშავება გაუმჯობესდება.
მეცამეტე დღეს – იწყება კანის უჯრედების განახლების პროცესი, ბრუნდება კვამლისგან დაქვეითებული სურნელისა და გემოს შეგრძნება.
ერთი წლის თავზე ინფარქტის რისკი 50%-ით შემცირდება.
წინა შეკითხვაში გვწერდით, რომ ბრძანდებით 13 წლის და გამოთქვამდით წუხილს სიმაღლის გამო.
შეგიძლიათ სიგარეტის "გადაგდების" მოტივაცია, სიმაღლეში ზრდის სურვილით გაამყაროთ.
დაკავდით სპორტით, მიჰყევით ჯანსაღი ცხოვრების წესს.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/41
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !