საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ართრიტი

კითხვა: გამარჯობა, დაახლოებით ერთი წელია მაწუხებს ქვედა ყბის ტკაცუნი პირის გაღებისას და ჭამისას. ტკივილი არ მაქვს უბრალოდ დისკომფორტს განვიცდი და მაინტერესებს რა მეთოდით ხდება ამ პრობლემის გამოსწორება ? გმადლობთ წინასწარ.
პასუხი:

გამარჯობა! თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე სავარაუდოთ საქმე ეხება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიას. აღნიშნული დაავადების ორ დამოუკიდებელ ჯგუფს გამოყოფენ: დაავადებებს, რომელთა დროსაც ზიანდება სახსრის ქსოვილი. ესენია ართრიტები (სახსრის ანთება), არაანთებითი დაავადებები – სახსარშიდა მოშლილობები, ოსტეოართროზები, ანკილოზები, თანდაყოლილი ანომალიები.
დაავადებებს, რომლებიც განპირობებულია საღეჭი კუნთების პათოლოგიითა და ყბა-კბილთა სისტემის აგებულებით. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ საღეჭი კუნთის პათოლოგიას – ბრუქსიზმს (კბილების კრაჭუნს), საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების მტკივნეულ დისფუნქციას, საღეჭი კუნთების კონტრაქტურას. მისი სუბიექტური ჩივილები და კლინიკური გამოვლინებებია: ქვედა ყბის მოძრაობის თანმხლები ტკივილი სახსრისა და საღეჭი კუნთების არეში; დაჭიმულობისა და შებოჭილობის შეგრძნება; პირის გაღება-დაკუმვის თანმხლები ხმაური: ტკაცუნი, ხრაშუნი, შრიალი; ქვედა ყბის მოძრაობის შეზღუდვა და მოშლა მის სხვადასხვა ფაზაში. ტკივილი ზოგჯერ გადაეცემა ყურში, თავში, კისერში, თვალბუდეში და ა.შ. ძლიერდება ქვედა ყბის მოძრაობისას. რაც შეეხება მკურნალობას, გირჩევთ მობრძანდეთ კლინიკაში ყბა–სახის ქირურგთან, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, ჩაგიტარებთ საჭირო კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში, აქციის ფარგლებში სპეციალისტთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ ხუთშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა