სისტემური სკლეროდერმია ეს არის შემაერთებელი ქსოვილისა და წვრილი სისხლძარღვების ქრონიკული სისტემური დაავადება, რომელიც მიმდინარეობს კანისა და შინაგანი ორგანოების ფიბროზულ-სკლეროზული ცვლილებებითა და რეინოს სისტემური სინდრომის ფორმის მქონე ენდარტერიტის სიმპტომატიკით. ზუსტი ეტიოლოგია ცნობილი არ არის,თუმცა დაავადების პროვოცირება ხდება გაცივებით, ტრავმით, ინფექციებით, ვაქცინაციით და სხვა. დაავადება ჩვეულებრივ იწყება რეინოს სინდრომით (ვაზომოტორული დარღვევებით), ტროფიკის დარღვევებით ან მყარი ართრალგიებით, ხდება წონაში კლება, სხეულის ტემპერატურის მომატება. სისტემური სკლეროდერმია თანდათანობით ან საკმაოდ სწრაფად იძენს მრავალსინდრომული დაავადების თვისებებს. კანის დაზიანება წარმოადგენს დაავადების პათოგნომურ ნიშანს. ეს არის გავრცელებული მკვრივი შეშუპება, შემდგომში კანის გამკვრივებითა და ატროფიით. განსაკუთრებულ ცვლილებებს განიცდის სახისა და კიდურების კანი, ზოგჯერ მთელი სხეულის კანი მკვრივდება. ერთდროულად ვითარდება კეროვანი ან გავრცელებული პიგმენტაცია დეპიგმენტაციის უბნებით, ტელეანგიექტაზიებით. დამახასიათებელია დაწყლულებები და ჩირქგროვები თითების ბოლოებზე, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ხორცდება და მეტად მტკივნეულია; ვლინდება ფრჩხილების დეფორმაცია, თმის დაცვენა გამელოტებამდე და ტროფიკის სხვა დარღვევები. კუნთოვანი სინდრომი მიმდინარეობს მიალგიებით, კუნთების პროგრესირებადი გამკვრივებით, შემდგომ კი ატროფიით, კუნთის ძალის დაქვეითებით. ართრალგიები აღინიშნება ავადმყოფთა 80-90%-ში, ხშირად სახსრების გამოხატული დეფორმაციით, სახსრის ირგვლივი ქსოვილების პროლიფერაციული ცვლილებებით. თირკმელების დაზიანება ვლინდება ხშირად კეროვანი ნეფრიტით, ამასთან შესაძლოა დიფუზური გლომერულონეფრიტის განვითარებაც, ჰიპერტონული სინდრომითა და თირკმლის უკმარისობით. სისტემური სკლეროდერმიის სწრაფად პროგრესირებადი მიმდინარეობის დროს, ხშირად ვითარდება ,,ჭეშმარიტი სკლეროდერმული თირკმელი“, რომელიც განპირობებულია თირკმელების სისხლძარღვების დაზიანებით და იწვევს ქერქის კეროვან ნეკროზებსა და თირკმლის უკმარისობას.
თქვენ შემთხვევაში,დისტანციურად პასუხის გაცემა რთულია. გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს და უთხრათ,რომ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. ასევე ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ დერმატოლოგს და ანგილოგს,ობიექტური შეფასების შემდეგ ექიმი მოგცემთ შესაბამის მითითებებს ან საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტთან. ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს აქცია ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციის დღეები. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25 . გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მოგესალმებით. დედაჩემს აქვს რეინო - სკლეროდერმია. ვიცი ეს დაავადება არ რჩება მაგრამ მინდა სწორი მკურნალობა. ეხლა დაუნიშნეს მიკოპენოლატის მოპეტილი და წამალი არ მოუხდა. რა გავაკეთოთ ვის მივმართოთ. თან დიალეზზეც არის
პასუხი: